195 არადეკლარირებული მოტოციკლი – დაკავებულია კომპანიის ხელმძღვანელი

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთის გადმოტანისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, დეკლარირების წესის დარღვევით საქართველოში შემოიტანა 228.150 ლარის ღირებულების 195 ერთეული მოტოციკლი.
უწყების ინფორმაციით, კომპანიიდან ამოღებულია საბაჟო წესების დარღვევით იმპორტირებული 39 მოტოციკლი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი და 214-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0