Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვის შეეხება ე.წ. ბუსტერ–დოზა: თამარ გაბუნიას განმარტება

© press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraვაქცინაციის კაბინეტის მოსაცდელში
ვაქცინაციის კაბინეტის მოსაცდელში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზით იმუნიზაცია მეორე ვაქცინაციიდან 6-8 თვის შემდეგაა რეკომენდებული.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. პირველი ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზა შეეხება, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები იქნებიან, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება დანარჩენ პირებს, მათ შემთხვევაში ჯანდაცვის უწყება ჯანმოს რეკომენდაციას დაელოდება.
იგეგმება თუ არა საქართველოში მესამე დოზით ვაქცინაცია: ჩხაიძის განმარტება>>>
„ამ საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევები უკვე არსებობს და საერთაშორისო კვლევებით მესამე დოზით იმუნიზაცია 6–8 თვის შემდეგაა რეკომენდებული. უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე და ეს იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი, ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ ბუსტერ–დოზაზე", – განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია Sinopharm, Sinovac, Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები. სრულად ვაქცინირებისთვის მოქალაქეებმა აღნიშნული პრეპარატებით ორჯერადად უნდა აიცრან. ქვეყნა ახლო მომავალში ასევე ელოდება Jonson&Jonson-ის ვაქცინას, რომლის ერთი დოზაც საკმარისია იმუნიზაციისთვის.
ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.655.040 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 947.477 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,2%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 707.563 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 24,8%. 19 სექტემბერს აიცრა 7.720 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0