https://sputnik-georgia.com/20210920/vin-dgas-sisxliani-banerebis-ukan-ceskos-gancxadeba-259749677.html
ვინ დგას „სისხლიანი ბანერების“ უკან – ცესკოს განცხადება
ვინ დგას „სისხლიანი ბანერების“ უკან – ცესკოს განცხადება
Sputnik საქართველო
თბილისში სარეკლამო ფარებზე განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული სკანდალი სულ უფრო მწვავდება. 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T20:09+0400
2021-09-20T20:09+0400
2021-09-20T22:20+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259327871_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_69768240efffff912a5a5c038ddf81bc.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა თბილისში სარეკლამო ფარებზე პოლიტიკური ბანერების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის მოკვლევა დაიწყო, განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.გასულ კვირაში თბილისში გამოფინეს პოლიტიკური ბანერები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ტელეარხ „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, დეპუტატ გუბაზ სანიკიძის, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძისა და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გამოსახულებით.ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ და ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 17 სექტემბერს გამოჩნდა.„სისხლიანი ბანერების“ განთავსებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემაც ისაუბრა და ოპონენტების კრიტიკას უპასუხა.„ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ. ეს ოპოზიციის ბინძური პიარის ნაწილია, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ, ამიტომ არაფერი მიკვირს. არის კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.პირველად მსგავსი სარეკლამო ბანერი წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ თბილისში 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა.კომპანია „ალმაში“, რომელსაც დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება გააჩნია, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან არავითარი კავშირი არ აქვთ. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მათი როლი შემოიფარგლება იმით, რომ სარეკლამო ბანერს შემკვეთისგან იღებენ და კომპანიის კუთვნილ ბილბორდებზე აკრავენ.ოპოზიციური მედიასაშუალებების მონაცემებით, „სისხლიანი ბანერების“ განთავსების უკან დგას საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. მის სახელს უკავშირდება კომპანია Wissol Petroleum Georgia, Smart-ის მარკეტების ქსელი, სწრაფი კვების რესტორნები Wendy's.
https://sputnik-georgia.com/20210919/daavadebata-kontrolis-centri-banerebtan-dakavsirebit-sagangebo-gancxadebas-avrcelebs-259709769.html
https://sputnik-georgia.com/20210918/gaxaria-da-saakasvili-ert-banerze-winasaarcevno-brzola-qucebsi-grzeldeba-259705365.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259327871_524:328:2816:2047_1920x0_80_0_0_41e3f5518dbe283874d21c60ee008af2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ვინ დგას „სისხლიანი ბანერების“ უკან – ცესკოს განცხადება
20:09 20.09.2021 (განახლებულია: 22:20 20.09.2021) თბილისში სარეკლამო ფარებზე განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული სკანდალი სულ უფრო მწვავდება.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა თბილისში სარეკლამო ფარებზე პოლიტიკური ბანერების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის მოკვლევა დაიწყო, განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.
19 სექტემბერი 2021, 09:30
გასულ კვირაში თბილისში გამოფინეს პოლიტიკური ბანერები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ტელეარხ „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, დეპუტატ გუბაზ სანიკიძის, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძისა და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გამოსახულებით.
ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ და ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 17 სექტემბერს გამოჩნდა.
„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია ორი საჩივარი, რომელიც ეხება 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სანტურიანმა.
„სისხლიანი ბანერების“ განთავსებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემაც ისაუბრა და ოპონენტების კრიტიკას უპასუხა.
„ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ. ეს ოპოზიციის ბინძური პიარის ნაწილია, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ, ამიტომ არაფერი მიკვირს. არის კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
პირველად მსგავსი სარეკლამო ბანერი წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ თბილისში 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა.
18 სექტემბერი 2021, 19:48
კომპანია „ალმაში“, რომელსაც დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება გააჩნია, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან არავითარი კავშირი არ აქვთ. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მათი როლი შემოიფარგლება იმით, რომ სარეკლამო ბანერს შემკვეთისგან იღებენ და კომპანიის კუთვნილ ბილბორდებზე აკრავენ.
ოპოზიციური მედიასაშუალებების მონაცემებით, „სისხლიანი ბანერების“ განთავსების უკან დგას საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. მის სახელს უკავშირდება კომპანია Wissol Petroleum Georgia, Smart-ის მარკეტების ქსელი, სწრაფი კვების რესტორნები Wendy's.