https://sputnik-georgia.com/20210920/saqartvelosi-kontrabanduli-oqros-semotana-scades-259752983.html
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
Sputnik საქართველო
გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 28 ათასი ლარი შეადგინა. 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T22:34+0400
2021-09-20T22:34+0400
2021-09-20T22:34+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24782/27/247822787_1133:699:2432:1430_1920x0_80_0_0_b551997831beedbf526c27b62fd3fcfd.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. უწყების ცნობით, საქართველო თურქეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ორი ფაქტია აღკვეთილი. თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (45.94 გრამი) გამოვლინდა. კანონდარღვევის მეორე ფაქტი კი ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა. ოქროს ნივთების საერთო რაოდენობამ 130,43 გრამი შეადგინა. საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 1 ფაქტი აღიკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს (56,25 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, აღმოჩენილი ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 28 ათასი ლარი შეადგინა. სწორედ ამ ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ კანონდამრღვევებს.
https://sputnik-georgia.com/20210911/qartvelma-qalma-eraysi-otxi-kilo-oqro-da-or-milion-dolarze-meti-moipoara-259514695.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24782/27/247822787_1116:605:2404:1571_1920x0_80_0_0_89a1475913f6b0f30abb40cbef056601.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 28 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს,
იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, საქართველო თურქეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ორი ფაქტია აღკვეთილი.
თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (45.94 გრამი) გამოვლინდა.
11 სექტემბერი 2021, 14:14
კანონდარღვევის მეორე ფაქტი კი ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა. ოქროს ნივთების საერთო რაოდენობამ 130,43 გრამი შეადგინა.
საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 1 ფაქტი აღიკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს (56,25 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, აღმოჩენილი ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 28 ათასი ლარი შეადგინა. სწორედ ამ ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ კანონდამრღვევებს.