მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პერმის უნივერსიტეტში სროლა იყო

© photo: Sputnik / Olga Smol'skaya / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება ვლადიკავკაზში
სასწრაფო დახმარება ვლადიკავკაზში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
სტუდენტებმა და ლექტორებმა თავი აუდიტორიებს შეაფარეს. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. რუსეთში, ქალაქ პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცნობმა პირმა ტრავმატული იარაღიდან სროლა ატეხა. იუწყება РИА Новости უნივერსიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სტუდენტებისა და მასწავლებლების ნაწილმა აუდიტორიებს შეაფარა თავი. ნაწილი კი, როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ფანჯრებიდან გადახტა.
უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ დაშავებულია ოთხი ადამიანი, რუსეთის შსს-ში ამბობენ, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ბოლო ინფორმაციით, მსროლელი დაკავებულია.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0