მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პერმის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა: ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, იგი დაჭრილია, დადგენილია მისი ვინაობაც – ახალგაზრდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი სროლის დროს, წინასწარი ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, იუწყება РИА Новости რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.
ორშაბათს, დილით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ტრავმატული იარაღიდან სროლა ატეხა. სტუდენტებისა და მასწავლებლების ნაწილმა აუდიტორიებს შეაფარა თავი, ნაწილი კი, როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ფანჯრებიდან გადახტა.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, იგი დაჭრილია, დადგენილია მისი ვინაობაც – ახალგაზრდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია.
„გამოძიება დაკავებულის შესახებ ინფორმაციას აგროვებს, დგინდება მომხდარის ყველა გარემოება“, – განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა.
ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და დაშავებულებს დახმარებას დაჰპირდა. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0