მეწყერი ლაფანყურის მთებში: გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება

© photo: Sputnik / Stringerმეწყერი
მეწყერი  - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
თელავის მუნიციპალიტეტში პრობლემები ორი დღის განმავლობაში მოსულმა გადაუღებელმა წვიმამ შექმნა.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მეწყრული პროცესების გამეორების მაღალი რისკის გამო სტიქიის ზონაში ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სოფელ ლაფანყურის მთებში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. მეწყრული პროცესების გააქტიურება უხვმა ნალექმა გამოიწვია.
ლაფანყურის მთებში მეწყერი ჩამოწვა: შესაბამისი სამსახური ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს>>
როგორც კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი აცხადებს, აუცილებელია პროცესში ჩაერთოს გარემოს ეროვნული სააგენტო. გეოლოგები სოფელში ჩასვლას დღის განმავლობაში გეგმავენ. ისინი ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და დამეწყრილ ტერიტორიას დეტალურად შეისწავლიან.

„არსებობს რისკები, რომ მეწყრული პროცესები ისევ გამეორდეს, ამიტომ ტექნიკის შესვლა იქ არის საშიში. არ გვინდა გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს. ამ რისკებს გეოლოგები შეაფასებენ“, – განაცხადა შიოშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა ჩამოიშალა, რის გამოც კავკასიონის ქედის მიმართულებით გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და ჩაიხერგა. მესაზღვრეები, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვარს იცავენ, გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ყველა ახალი ამბავი
0