მარიამ კუკუნაშვილის სამი ტყუპი – მილიონერი ბიზნესმენი ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

© Facebook / Mariam Kukunashviliმარიამ კუკუნაშვილი
მარიამ კუკუნაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ქმარმა სხვა ქალზე გაცვალა და ამის გამო დეპრესია ჰქონდა, თუმცა ამ ამბის გახმაურებიდან მალევე წყვილი შერიგდა.
სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრ NEW LIFE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლს მარიამ კუკუნაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ქალი აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქმარმა სხვა ქალის გამო მიატოვა, რამდენიმე დღეში კი გაავრცელა განცხადება, რომ მეუღლე დაუბრუნდა და ძვირადღირებული „პორშე“, შემდეგ კი სიონში მიწის ნაკვეთი აჩუქა.
წყვილს სამი ტყუპი ჰყავს – ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, რომელიც სუროგაციის მეშვეობით გაუჩნდა. მათ კარგა ხანს არ ჰყავდათ შვილი და, როგორც მარიამი ინტერვიუებში აღნიშნავს, სწორედ ამის გამო წამოიწყო საკუთარი ბიზნესი, რომელიც უშვილო წყვილებს ეხმარება.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ბიზნესი 1200 ლა­რით დაიწყო. მუშაობდა ამერიკის საელჩოში, ბოლო ხელფასი რომ აიღო, 300 დოლარად იქირავა ერთი ოთახი ბახტრიონის ქუჩაზე და პატარ-პატარა ნაბიჯებით ბიზნესი დაიწყო. 2008 წლი­დან დაიწყო დო­ნა­ცი­ი­სა და სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის გახ­სნით სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ უკვე სხვა ფი­ლი­ა­ლე­ბი მოჰყ­ვა, შემ­დეგ - ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კე­ბი და ამ­ჟა­მად ფილიალები უკვე 10-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია.
მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი დიზაინით მოწყობილ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. ქალი ცხრაჯერ დაქორწინდა საკუთარ მეუღლეზე. როგორც ინტერვიუებში ამბობდა, ეს ტრადიცია უკვე მობეზრდათ და დაივიწყეს ჩვევა, რომ ყოველ წელს ახლიდან სთხოვდა ქმარი ხელს. მისი მეუღლე ასევე ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია. წყვილი ერთად ხელმძღვანელობს სუროგაციის ცენტრს.
ყველა ახალი ამბავი
0