დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 სექტემბერი

© Courtesy of Natia Makhatadzeგარდენიას შემოდგომა
გარდენიას შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 20 სექტემბერია, ორშაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ადვილია საერთო ენის პოვნა, შეთანხმება ადამიანებს შორის სხვადასხვა საკითხზე. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა, უცნაური შეხვედრები. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილეა საჭირო, ფინანსებია. სჯობს, თავი აარიდოთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 სექტემბერი>>
ვერძი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადამიანების ერთი სიტყვით გესმით, ხანდახან უთქმელადაც ხვდებით, რას ფიქრობენ გარშემომყოფები, რას ელოდებიან თქვენგან. ეს შესაფერისი დროა იმისთვის, რომ აღადგინოთ ან მოაგვაროთ დაძაბული ურთიერთობები. ნათელი გახდება, თუ როგორ უნდა გადაჭრათ პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევთ. მოუსმინეთ რჩევებს, რომლებსაც მცოდნე და გამოცდილი ადამიანები გაძლევენ.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
კურო: შესანიშნავი იდეების დღეა. შეძლებთ გაარკვიოთ, რისი მიღწევა გსურთ და რა გზით. არის მოკავშირეების მოძებნის შანსი – თქვენი იდეები ბევრს მოსწონს. სასიამოვნოდ ჩაივლის მგზავრობა, რომელიც ძალიან წაგადგებათ. ერთადერთი სფერო, სადაც ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო, ეს ფინანსებია. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა და არ დახარჯოთ ფული ნივთში, რომლის შეძენაც აუცილებელი არაა.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა შეხვედრისთვის ადამიანთან, რომელსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. ადვილად მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას, იგრძნობთ, რას ელოდებიან თქვენგან, რა სიტყვების მოსმენა სურთ. ბევრ თქვენგანს ახალი მოკავშირეების მოძებნაში ინტუიცია დაეხმარება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მღელვარება, მაგრამ შეძლებთ კარგი განწყობის შენარჩუნებას. მოძებნეთ ის საქმე, რომელიც ნამდვილად გაინტერესებთ.
კირჩხიბი: სანამ რამე რთულ და მნიშვნელოვან საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ მის ბოლომდე მისაყვანად დრო და ძალა გეყოფათ. დღეს ჩვეულოებრივზე მეტად ხართ მინდობილი იღბალს, ხოლო ვითარებები ყოველთვის არ ეწყობა სასიკეთოდ. თუმცა, საბოლოო ჯამში, სერიოზული სირთულეები მოსალოდნელი არ არის. დღის მეორე ნახევარში კი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოუსმინოთ ინტუიციას, რომლის მინიშნებები საინტერესო იდეებს გაგიჩენთ.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
ლომი: არ ღირს ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გზადაგზა გადაჭრა. საქმე რომ მცირე ოდენობის თანხას ეხებოდეს, მაინც კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. დანარჩენში ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ძველი საქმეების დასრულება, გადაჭრა საკითხების, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობდით. საღამოს მიიღებთ სასიამოვნო ინფორმაციას ადამიანებისგან, რომელთა ბედზეც შფოთავდით.
ქალწული: ეს ის დღეა, როდესაც ემოციების გაკონტროლების უნარი ბევრ თქვენგანს გამოადგება. შესაძლოა მოგიხდეთ საქმის დაჭერა იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი არასწორად ესმით. მზად იყავით იმისთვის, რომ მათ არაერთხელ შეიძლება აუხსნათ ის, რაც თქვენთვის ცხადზე ცხადია. ხანდახან ვითარების განმუხტვაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. მიიღებთ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს, ამიტომ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ.
სასწორი: ეცადეთ, ბევრი არ იფიქროთ პრობლემებსა და ბარიერებზე, რომლებიც გზაზე გამოჩნდება. ისინი არც ისე სერიოზული და მნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგიერთს სწრაფადვე გაუმკლავდებით, ხოლო ზოგიერთი თავისით გაქრება უკვალოდ. ნებისმიერი სახის მგზავრობის დროს ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს – არის საშიშროება, რომ თქვენთვის ძვირფასი რამე დაკარგოთ. საღამო კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
მორიელი: დარწმუნებული ხართ თქვენი ბევრი წამოწყების წარმატებაში და ასეც უნდა იყოს. თუ მტკიცედ და სწრაფად იმოქმედებთ, მიაღწევთ იმას, რაც აქამდე მხოლოდ საოცნებო იყო. გარემოებები იღბლიანად ეწყობა და ცდილობთ, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. ადვილად სწავლობთ იმას, რაც გამოგადგებათ მომავალში. საღამო ახლობლების გარემოცვაში გაატარეთ.
მშვილდოსანი: გელოდებათ სასიამოვნო მოვლენები, კაშკაშა ემოციები და იღბლიანი თანხვედრები. გრძნობთ, რომ რთულ საქმეებსაც ადვილად გაუმკლავდებით და ეს ასეცაა. გექნებათ შესაძლებლობა, რომ დაესწროთ რამე ღონისძიებას და გაიცნოთ ადამიანები, რომლებისგანაც ბევრ სასარგებლო რამეს ისწავლით. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა. ზოგიერთ თქვენგანს ელოდება ძალიან სასიამოვნო საჩუქრები, სიურპრიზები, რომლებიც დიდხანს დაამახსოვრდება.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად. თვითონაც გაგიკვირდებათ, იმდენ რამეს მოასწრებთ მოკლე დროში. ბევრი თქვენგანი შეძლებს იმის გაკეთებას, რაც სხვებს არ გამოუვიდათ, მიაღწევს წარმატებას რთული საკითხების გადაჭრაში. წარმატებული დღეა ფინანსების თვალსაზრისით. იქნება მომგებიანი გარიგებების დადების შანსი. კარგი ურთიერთობები გაქვთ გარშემომყოფებთან.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მერწყული: არცთუ საუკეთესო დღეა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ინტუიცია გკარნახობთ, რომ პაუზა უნდა გააკეთოთ და დაისვენოთ, ძალები აღიდგინოთ, საკუთარ თავს ასიამოვნოთ. გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ, რასაც სიხარული მოაქვს თქვენთვის. კარგი დღეა სწავლისთვის, თუ იმას სწავლობთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. ადვილად იმახსოვრებთ უჩვეულო ინფორმაციებს. ბევრ თქვენგანს დღეს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება ახლობლებისგან.
თევზები: ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. საქმე კი ჩვეულებრივზე მეტი გაქვთ, მაგრამ ეს გახარებთ კიდეც, არ გაქვთ სურვილი, რომ უსაქმოდ იყოთ. მაგრამ ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ დასვენება მაინც საჭიროა. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება. ცოტა დროც კი საკმარისია ძალების აღსადგენად, რომ შემდეგ კიდევ უფრო ენერგიულად შეუდგეთ საქმიანობას.
ყველა ახალი ამბავი
0