https://sputnik-georgia.com/20210920/100-wigni-sacuqrad-tbilissi-saganmanatleblo-aqcia-gaimarteba-259749866.html
100 წიგნი საჩუქრად: თბილისში საგანმანათლებლო აქცია გაიმართება
100 წიგნი საჩუქრად: თბილისში საგანმანათლებლო აქცია გაიმართება
Sputnik საქართველო
აქცია იმართება გოეთეს ინსტიტუტის მიერ პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში. 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T20:23+0400
2021-09-20T20:23+0400
2021-09-20T22:31+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/59/242905926_0:75:2001:1200_1920x0_80_0_0_9e0b950fd63af78c2431a545214a3313.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. აქცია „100 წიგნი საჩუქრად" საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს, 21 სექტემბერს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში გაიმართება.ღონისძიება ჩატარდება შემდეგი პრინციპით: წიგნების თაროებზე განთავსდება გერმანული ლიტერატურის 100 ქართული თარგმანი. წიგნებს ისე დაახარისხებენ, რომ გარეკანის და სათაურის დანახვა არ იქნება შესაძლებელი. ღონისძიებაში მონაწილოების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ იმ პირობით, თუ შემთხვევითობის პრინციპით არჩეული წიგნიდან ნაწყვეტს 2-3 წუთის განმავლობაში სახალხოდ წაიკითხავს, რის შემდეგაც არჩეულ წიგნს ის საჩუქრად მიიღებს. აქცია „100 წიგნი საჩუქრად" საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში. ღონისძიება აკაკი წერეთლის ბიბლიოთეკაში (ჭავჭავაძის გამზ. 24) 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება. თაროზე გამოჩნდება „სულაკაურის", „ინტელექტის", „ქარჩხაძის", „მელანის," „დიოგენეს", „წიგნები ბათუმში" და „პალიტრა L"-ის გამომცემლობების წიგნები. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" არის იუნესკოს პროექტი, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
https://sputnik-georgia.com/20210910/anastasia-xatiashbili-rusuli-premiis-longlistshia-259487178.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24290/59/242905926_27:0:1804:1333_1920x0_80_0_0_1b644251f925d34655b2319e8811b98f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
100 წიგნი საჩუქრად: თბილისში საგანმანათლებლო აქცია გაიმართება
20:23 20.09.2021 (განახლებულია: 22:31 20.09.2021) აქცია იმართება გოეთეს ინსტიტუტის მიერ პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. აქცია „100 წიგნი საჩუქრად" საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს, 21 სექტემბერს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში გაიმართება.
ღონისძიება ჩატარდება შემდეგი პრინციპით: წიგნების თაროებზე განთავსდება გერმანული ლიტერატურის 100 ქართული თარგმანი. წიგნებს ისე დაახარისხებენ, რომ გარეკანის და სათაურის დანახვა არ იქნება შესაძლებელი.
10 სექტემბერი 2021, 13:17
ღონისძიებაში მონაწილოების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ იმ პირობით, თუ შემთხვევითობის პრინციპით არჩეული წიგნიდან ნაწყვეტს 2-3 წუთის განმავლობაში სახალხოდ წაიკითხავს, რის შემდეგაც არჩეულ წიგნს ის საჩუქრად მიიღებს.
აქცია „100 წიგნი საჩუქრად" საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში. ღონისძიება აკაკი წერეთლის ბიბლიოთეკაში (ჭავჭავაძის გამზ. 24) 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.
„ახლად რეაბილიტირებულ აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუკეთესო გერმანულენოვანი გამოცემების გამოფენის პარალელურად თბილისის მცხოვრებლებს ვაძლევთ საშუალებას, არა მხოლოდ მხატვრულ კითხვაში მოსინჯონ ძალები, არამედ საჩუქრად წიგნებიც მიიღონ“, – განაცხადა პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა.
თაროზე გამოჩნდება „სულაკაურის", „ინტელექტის", „ქარჩხაძის", „მელანის," „დიოგენეს", „წიგნები ბათუმში" და „პალიტრა L"-ის გამომცემლობების წიგნები.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" არის იუნესკოს პროექტი, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.