მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სახელმწიფო დეპარტამენტი: ქაბულიდან 28 ამერიკელის ევაკუაცია განხორციელდა

© AFP 2024 / Shakib Rahmani ქაბულის აეროპორტი
ქაბულის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
გამოწერა
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა 28 ამერიკელის ევაკუაციის შესახებ, რომელიც ქაბულიდან Qatar Airways-ის ჩარტერული რეისით განხორციელდა
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik.კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-ის ჩარტერულმა რეისმა პარასკევს ქაბულიდან 28 ამერიკელის ევაკუაცია განახორციელა, იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი.
„ვადასტურებთ, რომ გუშინ ქაბულიდან გამოფრინდა Qatar Airways-ის ჩარტერული რეისი, რომლის ბორტზე იყო აშშ-ის 28 მოქალაქე და აშშ-ში ბინადრობის კანონიერი უფლების მქონე შვიდი პირი. ჩვენ მადლობელი ვართ კატარის მთავრობის, რომელიც ჩვენთან ერთად ამ რეისებს კოორდინაციას უწევს“, - ნათქვამია შაბათს გავრცელებულ პრაისის განცხადებაში.
„საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება თანამშრომლობას თალიბების მხრიდან ამ რეისებთან დაკავშირებით და ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთქმედებას, რათა აშშ-ის მოქალაქეებსა და ავღანელებს გადაადგილების სრული თავისუფლება ჰქონდეთ“, - აღნიშნა პრაისმა.
ლლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
მსოფლიო დღეს
პენტაგონმა ქაბულში ავიადარტყმის შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო ბოდიში მოიხადა
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია. აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქაბულის აეროპორტიდან, რომელიც ამერიკელი სამხედროების დაცვის ქვეშ იყო, დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების და მათთან დაკავშირებული ავღანელების ევაკუაცია მიმდინარეობდა. 31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების თითქმის 20-წლიანი ყოფნა დაასრულა.
6 სექტემბერს თალიბებმა განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად მათ კონტროლ ქვეშ ავღანეთის ბოლო, 34-ე პროვინცია პანჯშირი მოექცა. მეორე დღეს გამოცხადდა ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მოჰამად ჰასან ახუნდი, რომელიც „თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და რომელზეც 2001 წლიდან გაეროს სანქციები ვრცელდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0