მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენტაგონმა ქაბულში ავიადარტყმის შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო ბოდიში მოიხადა

© AP Photo / Alex Brandonლლოიდ ოსტინი
ლლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, მსოფლიოში არც ერთი არმია არ მუშაობს უფრო მეტი ძალისხმევით იმაზე, რომ თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბოდიში მოიხადა ქაბულში 29 აგვისტოს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დარტყმისთვის, რომლის შედეგად სამოქალაქო პირები დაიღუპნენ.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით აღიარა, რომ ქაბულში 29 აგვისტოს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული დარტყმა იყო შეცდომა, რამაც გამოიწვია 10 სამოქალაქო პირის, მათ შორის შვიდი ბავშვის გარდაცვალება. თავდაპირველად გამოცხადდა, რომ განხორციელდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირების ლიკვიდაცია.
„ჩვენ ვიხდით ბოდიშს და ვეცდებით გავითვალისწინოთ ამ საშინელი შეცდომის გაკვეთილი. ამ მიზნით მე დავავალე, ჩატარდეს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მიერ ახლახან დასრულებული კვლევის დეტალური ანალიზი. მე გავეცი ეს დავალება, რათა დადგინდეს, რა ხარისხში ითვალისწინებს კვლევა ხელმისაწვდომ კონტექსტს და ინფორმაციას“, - განაცხადა ოსტინმა, რომლის განცხადება პენტაგონმა გამოაქვეყნა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, „მსოფლიოში არც ერთი არმია არ მუშაობს უფრო მეტი ძალისხმევით იმაზე, რომ თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში“.
„როდესაც გაგვაჩნია მიზეზი ვიფიქროთ, რომ უდანაშაულო სიცოცხლე წავართვით, ჩვენ ამას ვიძიებთ და, თუ ეს სიმართლეა, ვაღიარებთ კიდეც. მაგრამ ამავე დროს ასეთივე ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ამის გამეორება - მიუხედავად გარემოებების, დაზვერვის მონაცემების თუ წნეხისა, რომლის პირობებშიც გვიწევს მუშაობა“, - აღნიშნა ოსტინმა.
აგვისტოს ბოლოს ამერიკელმა სამხედროებმა განახორციელეს დარტყმა ავღანეთის დედაქალაქში მდგარი ავტომობილის მიმართულებით, რადგან, მათი თქმით, მას ასაფეთქებელი გადაჰქონდა და ის აეროპორტისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა. შემდგომში პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს ეჭვი არ ეპარება ავიადარტყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში. გამოცემა New York Times-მა დაწერა, რომ დარტყმის სამიზნე შეიძლება შეცდომით ყოფილიყო არა ტერორისტი, არამედ ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც აშშ-ში თავშესაფარს ითხოვდა.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
„დასავლეთი უნდა დამშვიდდეს“ – ლავროვი ავღანელ მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარების შესახებ
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია. აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქაბულის აეროპორტიდან, რომელიც ამერიკელი სამხედროების დაცვის ქვეშ იყო, დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების და მათთან დაკავშირებული ავღანელების ევაკუაცია მიმდინარეობდა. 31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების თითქმის 20-წლიანი ყოფნა დაასრულა.
6 სექტემბერს თალიბებმა განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად მათ კონტროლ ქვეშ ავღანეთის ბოლო, 34-ე პროვინცია პანჯშირი მოექცა. მეორე დღეს გამოცხადდა ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მოჰამად ჰასან ახუნდი, რომელიც „თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და რომელზეც 2001 წლიდან გაეროს სანქციები ვრცელდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0