https://sputnik-georgia.com/20210918/skandali-xelvacaursi-winasaarcevno-reklamis-gamo-ra-moxda-mtian-awarasi-259706341.html
სკანდალი ხელვაჩაურში წინასაარჩევნო რეკლამის გამო: რა მოხდა მთიან აჭარაში
სკანდალი ხელვაჩაურში წინასაარჩევნო რეკლამის გამო: რა მოხდა მთიან აჭარაში
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები პლაკატების დაზიანებაში და მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა 18.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-18T20:54+0400
2021-09-18T20:54+0400
2021-09-18T20:54+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259609950_0:0:3484:1961_1920x0_80_0_0_50466f47d4af5c18fd4895972c3af67b.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. ხელვაჩაურში წინასაარჩევნო პლაკატების გამო მორიგი სკანდალი მოხდა - მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს.ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ხელვაჩაურში მერობის პოსტზე იბრძვის სამი კანდიდატი - ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნებიდან“, მიშა ბოლქვაძე „ნაცმოძრაობიდან“ და ჯუმბერ ბერიძე პარტიიდან „საქართველოსთვის“.ბოლქვაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტები პლაკატების დაზიანებაში და მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პარტიის აქტივისტებმა მისი პლაკატი მიზანმიმართულად დააზიანეს და თვალები და პირი გამოჭრეს.ბოლქვაძემ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად დაზიანებული პლაკატები მმართველი პარტიის ოფისში მიიტანეს და იქ დატოვეს.ამასთან „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები პროვოკაციაში დაადანაშაულეს.„გაუგონარია უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენ ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, პარტიის წევრები პროვოკაციას არ აჰყვნენ და ყველაფერი გადაიღეს.„ჩვენ კანონის ფარგლებში აუცილებლად გავცემთ პასუხს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. არჩევნებში სულ 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
https://sputnik-georgia.com/20210918/gaxaria-da-saakasvili-ert-banerze-winasaarcevno-brzola-qucebsi-grzeldeba-259705365.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259609950_753:0:3484:2048_1920x0_80_0_0_2179a9c4c5012d3f146c11aa49f7c9ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
სკანდალი ხელვაჩაურში წინასაარჩევნო რეკლამის გამო: რა მოხდა მთიან აჭარაში
„ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები პლაკატების დაზიანებაში და მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. ხელვაჩაურში წინასაარჩევნო პლაკატების გამო მორიგი სკანდალი მოხდა - მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს.
ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ხელვაჩაურში მერობის პოსტზე იბრძვის სამი კანდიდატი - ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნებიდან“, მიშა ბოლქვაძე „ნაცმოძრაობიდან“ და ჯუმბერ ბერიძე პარტიიდან „საქართველოსთვის“.
ბოლქვაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტები პლაკატების დაზიანებაში და მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პარტიის აქტივისტებმა მისი პლაკატი მიზანმიმართულად დააზიანეს და თვალები და პირი გამოჭრეს.
„ხელისუფლებას არ მოსწონს, რასაც ვხედავთ და რასაც ვლაპარაკობთ - სწორედ ეს არის ბანერების განადგურების მიზეზი", - განაცხადა ბოლქვაძემ.
18 სექტემბერი 2021, 19:48
ბოლქვაძემ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად დაზიანებული პლაკატები მმართველი პარტიის ოფისში მიიტანეს და იქ დატოვეს.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები პროვოკაციაში დაადანაშაულეს.
„გაუგონარია უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენ ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარტიის წევრები პროვოკაციას არ აჰყვნენ და ყველაფერი გადაიღეს.
„ჩვენ კანონის ფარგლებში აუცილებლად გავცემთ პასუხს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. არჩევნებში სულ 50 პარტია იღებს მონაწილეობას.