საქართველოში სისხლის უანგარო ჩაბარების კვირეული გამოცხადდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ჩაბარება
სისხლის ჩაბარება - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნეს, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება დასჭირდეს სისხლი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სისხლის უანგარო და ნებაყოფლობითი დონაციის კვირეული გამოაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „გავუზიაროთ ერთმანეთს სიცოცხლე“. კამპანიას მხარი დაუჭირეს საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ და საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდმა.
ახალი სისხლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2020
სხვების გადასარჩენად: ყოფილმა კოვიდინფიცირებულმა პოლიტიკოსებმა პლაზმა ჩააბარეს
ცენტრში აღნიშნეს, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება დასჭირდეს სისხლი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
„ერთ უანგარო დონორს, ერთჯერადი დონაციით, სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!“- განაცხადეს ცენტრში და მოსახლეობას კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდეს.
COVID19-ის პანდემიამ 20-30%-ით შეამცირა სისხლის მარაგები მთელს მსოფლიოში. საქართველო, ისევე როგორც მრავალი ქვეყანა, გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა კორონავირუსის, შეზღუდული მობილობისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, სისხლის დონორები განაგრძობდნენ სისხლის ჩაბარებას იმ პაციენტებისათვის, ვისთვისაც სისხლის გადასხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ყველა ახალი ამბავი
0