https://sputnik-georgia.com/20210918/saqartvelosi-sabajo-procedurebis-gamartiveba-igegmeba-259693481.html
საქართველოში საბაჟო პროცედურების გამარტივება იგეგმება
საქართველოში საბაჟო პროცედურების გამარტივება იგეგმება
Sputnik საქართველო
საბაჟო საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით საქართველოში სამი წელი გაგრძელდება. 18.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-18T10:03+0400
2021-09-18T10:03+0400
2021-09-18T10:03+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/07/250823273_0:367:2988:2048_1920x0_80_0_0_b26aba524a8b7872e6a001fb64830a8f.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საბაჟო საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბურ პროექტს იწყებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.განახლებული სისტემა მნიშვნელოვნად გაზრდის საბაჟო კონტროლის ეფექტურობას, გააუმჯობესებს და გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს, მათ შორის კერძო სექტორის საქმიანობას.პროექტის ფარგლებში საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპი არსებული სისტემის შეფასებას და გაუმჯობესებული შესაძლებლობების განსაზღვრას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპი კი ახალი გადაწყვეტილებების დანერგვას მოემსახურება.პროექტის დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახურს მონაცემთა დამუშავებისა და ბიზნეს–პროცესების წარმოების სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი და გამართული სისტემა ექნება.პროექტი სამ წელზეა გათვლილი. მას მხარს უჭერენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა (EXBS) და კომპანია NU Borders.ამერიკული კომპანია NU Borders-ის წარმომადგნელები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სამუშაო ვიზიტით, 13-17 სექტემბერს ეწვივნენ. მათ შეხვედრები გამართეს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და საბაჟო და საინფორმაციო ცენტრების წარმომადგენლებთან.გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში EXBS–ისა და NU Borders–ის წარმომადგნელებმა მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი“.
https://sputnik-georgia.com/20210607/avtomobilebis-sabaJo-sawyobebis-muSaobis-pirobebi-martivdeba-251949660.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/07/250823273_0:260:2384:2048_1920x0_80_0_0_eeeef5a4b2c8d6ecc511a3a4fcf54bbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში საბაჟო პროცედურების გამარტივება იგეგმება
საბაჟო საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით საქართველოში სამი წელი გაგრძელდება.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საბაჟო საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციის მასშტაბურ პროექტს იწყებს,
ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განახლებული სისტემა მნიშვნელოვნად გაზრდის საბაჟო კონტროლის ეფექტურობას, გააუმჯობესებს და გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს, მათ შორის კერძო სექტორის საქმიანობას.
პროექტის ფარგლებში საბაჟოს საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპი არსებული სისტემის შეფასებას და გაუმჯობესებული შესაძლებლობების განსაზღვრას დაეთმობა, ხოლო მეორე ეტაპი კი ახალი გადაწყვეტილებების დანერგვას მოემსახურება.
პროექტის დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახურს მონაცემთა დამუშავებისა და ბიზნეს–პროცესების წარმოების სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი მოქნილი და გამართული სისტემა ექნება.
პროექტი სამ წელზეა გათვლილი. მას მხარს უჭერენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა (EXBS) და კომპანია NU Borders.
ამერიკული კომპანია NU Borders-ის წარმომადგნელები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სამუშაო ვიზიტით, 13-17 სექტემბერს ეწვივნენ. მათ შეხვედრები გამართეს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და საბაჟო და საინფორმაციო ცენტრების წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში EXBS–ისა და NU Borders–ის წარმომადგნელებმა მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისი“.