https://sputnik-georgia.com/20210918/rodis-semcirdeba-sikvdilianobis-macvenebeli-saqartvelosi-cercvazis-prognozi-259702310.html
როდის შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში - ცერცვაძის პროგნოზი
როდის შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში - ცერცვაძის პროგნოზი
Sputnik საქართველო
სიკვდილიანობა ქვეყანაში შემცირდება იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში მოსახლეობის 50%-ზე მეტი ვაქცინირებული იქნება, აღნიშნა ცერცვაძემ. 18.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-18T16:46+0400
2021-09-18T16:46+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279366_0:27:1721:995_1920x0_80_0_0_1b58145b222bb5866b5fec0fba5cadec.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. მძიმე შემთხვევები, რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა და სიკვდილიანობა პირდაპირ დამოკიდებულია ვაქცინაციის ტემპზე, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა აგვისტოში 4-5 ათასს აღწევდა, ახლა კი 2-3 ათასის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც ძალიან მაღალია. ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 52 ადამიანი იმსხვერპლა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა იქნება სრულად ვაქცინირებული, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი არა 60 და 80, არამედ ხუთი ან ექვსი იქნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დრომდე ვაქცინაციის ტემპი არც ისე დაბალი იყო, მაგრამ ბოლო დღეებში ამ კუთხით შესამჩნევი უკუსვლაა. 17 სექტემბერს აიცრა 19.273 ადამიანი.„ეს არის ძალიან ცოტა. დღეში გვჭირდება 40-50 ათასი ერთეული აცრა“, - განაცხადა ცერცვაძემ. საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. 18 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.629.582 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 689.158 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 24.1%.
https://sputnik-georgia.com/20210918/witelma-jvarma-awaris-jandacvis-saministros-txevadi-jangbadi-gadasca-259700004.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279366_179:0:1542:1022_1920x0_80_0_0_cd44c4a09ea9421d69ba0261c74935c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
როდის შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში - ცერცვაძის პროგნოზი
16:46 18.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) სიკვდილიანობა ქვეყანაში შემცირდება იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში მოსახლეობის 50%-ზე მეტი ვაქცინირებული იქნება, აღნიშნა ცერცვაძემ.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. მძიმე შემთხვევები, რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა და სიკვდილიანობა პირდაპირ დამოკიდებულია ვაქცინაციის ტემპზე, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა აგვისტოში 4-5 ათასს აღწევდა, ახლა კი 2-3 ათასის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც ძალიან მაღალია. ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 52 ადამიანი იმსხვერპლა.
„სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება. სამწუხაროდ, ის მაინც დარჩება რაღაც დონეზე, ვიდრე ქვეყანა სრულად არ იქნება ვაქცინირებული. ჩემი პროგნოზია, რომ სიკვდილიანობა შემცირდება მაშინ, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 50%-ს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა იქნება სრულად ვაქცინირებული, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი არა 60 და 80, არამედ ხუთი ან ექვსი იქნებოდა.
18 სექტემბერი 2021, 13:10
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დრომდე ვაქცინაციის ტემპი არც ისე დაბალი იყო, მაგრამ ბოლო დღეებში ამ კუთხით შესამჩნევი უკუსვლაა. 17 სექტემბერს აიცრა 19.273 ადამიანი.
„ეს არის ძალიან ცოტა. დღეში გვჭირდება 40-50 ათასი ერთეული აცრა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
18 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.629.582 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 689.158 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 24.1%.