https://sputnik-georgia.com/20210918/mdinare-aragvidan-wylis-sinjebi-aires-259700422.html
მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს
მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს
Sputnik საქართველო
წყლის სინჯები აღებულია მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 18 სექტემბერს აღინიშნება 18.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-18T14:10+0400
2021-09-18T14:10+0400
2021-09-18T14:10+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24639/17/246391754_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_8d3339c08e1d0b3feb74e8571735d896.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სპეციალისტებმა მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება. ანალიზის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.მდინარის წყლის სინჯები აღებულია მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 18 სექტემბერს აღინიშნება. დღესასწაული 2003 წელს სუფთა წყლის ამერიკულმა ფონდმა (ACWF) დააარსა და იმ დროიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ან დღის ტრადიციული ღონისძიებაა - წყლის სინჯების აღება პლანეტის სხვადსხვა წყალსატევიდან, რაც მისი ხარისხის და ადამიანებისა და ცოცხალი ორგანიზმებისთვის უსაფრთხოების შეფასებას ემსახურება.ბოლო წლებში ეს დღე იქცა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამად, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას პლანეტის წყლის რესურსების პრობლემებზე და მის ჩართვას წყლის რესურსების დაცვაში.
https://sputnik-georgia.com/20210723/wyalmomaragebis-problemebi-qarselaZe-252402902.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24639/17/246391754_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_03bce713cfa423ef3d2f1f55b19b09de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს
წყლის სინჯები აღებულია მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 18 სექტემბერს აღინიშნება
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სპეციალისტებმა მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს
განცხადებაში.
სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება. ანალიზის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია აღიჭურვა ულტრათანამედროვე ხელსაწყო დანადგარებით, რისი საშუალებითაც გაფართოვდა მონიტორინგის სქელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მდინარის წყლის სინჯები აღებულია მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 18 სექტემბერს აღინიშნება. დღესასწაული 2003 წელს სუფთა წყლის ამერიკულმა ფონდმა (ACWF) დააარსა და იმ დროიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ან დღის ტრადიციული ღონისძიებაა - წყლის სინჯების აღება პლანეტის სხვადსხვა წყალსატევიდან, რაც მისი ხარისხის და ადამიანებისა და ცოცხალი ორგანიზმებისთვის უსაფრთხოების შეფასებას ემსახურება.
ბოლო წლებში ეს დღე იქცა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამად, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას პლანეტის წყლის რესურსების პრობლემებზე და მის ჩართვას წყლის რესურსების დაცვაში.