ეკონომიკური ზრდა საქართველოში გრძელდება – გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრესტორნები ბათუმში
რესტორნები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
2021 წლის მეორე კვარტალში მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა გართობისა და დასვენების სფეროში, ასევე ვაჭრობაში
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება – 2021 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,9% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში მშპ მიმდინარე ფასებში დაახლოებით 4,8 მლნ დოლარს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 10,3%-ია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1282,7 დოლარს შეადგენს (ერთი წლის წინ - 952,9 დოლარი იყო).

რომელ სფეროებში დაფიქსირდა ზრდა, რომელში - ვარდნა

2021 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია გამოვლინდა შემდეგ სექტორში: დასვენება და გართობა, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, ვაჭრობა და ტრანსპორტი.
მეორე კვარტალში ვარდნა დაფიქსირდა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში (-2,3%) და განათლებაში (-1,4%).
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უჭირავს ვაჭრობaს, გადამამუშავებელ მრეწველობaს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს და მშენებლობას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზებით, საბაზო სცენარის შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება 8,5%-ით, ოპტიმისტურის სცენარის შემთხვევაში - 10%-ით და პესიმისტურის - 6%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0