დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 სექტემბერი

© Pixabay / Free-Photosმარტოობა
მარტოობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 18 სექტემბერია, შაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვან საქმეებზე ფიქრისა და სერიოზული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ემოციების ზეგავლენითა წამიერი განცდებით არ იქნება მიღებული. შესაძლებელია რთულ საქმეებთან გამკლავება, თუ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედებთ. ასევე კარგი დღეა ერთობლივი მოქმედებებისთვის – შეთანხმება ადვილად იქნება მიღწეული.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 სექტემბერი>>
ვერძი: ასტროლოგები დღეს ფინანსური საკითხების გადაჭრას გირჩევენ. იქ, სადაც ფულზეა საუბარი, ინტუიცია არ გღალატობთ. ბევრი თქვენგანი აჩვენებს მეწარმის გამორჩეულ უნარებს, დადებს მომგებიან გარიგებებს. გარშემომყოფებს არაერთხელ გააოცებთ. ზოგიერთს თქვენი უჩვეულო გამონათქვამები და საქციელი მოეწონება, ზოგიერთი – დაიბნევა. ეს პირად ურთიერთობებზე არანაირად არ აისახება. გაუგებრობები და კამათი მოსალოდნელი არ არის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
კურო: თუ მიმტევებელი იქნებით სხვისი სისუსტეების მიმართ, არ გაბრაზდებით მასზე, ვისაც თქვენი არ ესმის ან ხანდახან დაუფიქრებელ ნაბიჯს დგამს, მოგვიანებით ამის გამო საკუთარ თავს მადლობას ეტყვით. მეტი ყურადღება გმართებთ ახალი ნაცნობების მიმართ – ადამიანებმა, ვისაც დღეს გაიცნობთ, დიდი როლი შეიძლება შეასრულონ თქვენს ცხოვრებაში. კარგი დროა იმისთვის, რომ ჩვეული საქმეები გააკეთოთ, რომლებსაც დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.
ტყუპი: დიდია ალბათობა, რომ ჩვეული საქმეების გაკეთება არ მოგინდეთ, არამედ უპირატესობა სრულიად ახალს მიანიჭოთ. წარმატების მიღწევა შეიძლება იქ, სადაც საჭიროა არა იმდენად დეტალებისადმი ყურადღება, არამედ შემოქმედებითი დამოკიდებულება. ხანდახან ისეთი იდეები გიჩნდებათ, რომლებიც სხვისთვის სრულიად წარმოუდგენელია. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, სასიამოვნო ნაცნობობა. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ.
კირჩხიბი: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოთ. არა არის აუცილებელი მარტო მოქმედება – ალბათ მოიძებნებიან ადამიანები, როიმლებიც დაგეხმარებიან საქმით ან რჩევით. ადვილად პოულობთ საერთო ენას გარშემომყოფებთან. თუ ვინმესთან არასასიამოვნო შემთხვევა გქონდათ, ახლა გაქვთ შანსი, ეს ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
ლომი: ურთიერთობებისთვის შესანიშნავი დღეა. გაგახარებთ შეხვედრები ძველ და ახალ ნაცნობებთან, გექნებათ უამრავი საინტერესო თემა განსახილველად. მიიღებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ზოგი ისეა მოხიბლული თქვენით, რომ მზადაა ყველა თავისი საიდუმლო გაგანდოთ. თუ სერიოზული საქმეები გაქვთ გასაკეთებელი, აჯობებს, თუ მათ დღის პირველ ნახევარში გააკეთებთ. საღამო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენეთ.
ქალწული: რაღაც სირთულეები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ სანერვიულო არაფერია. გამოცდილება დაგეხმარებათ მათთან გამკლავებაში. შესაძლოა სწრაფად არა, მაგრამ წარმატებას მაინც მიაღწევთ. ყველაფერში, რაც ეხება ფულს, გარიგებებსა და საყიდლებს, საკუთარ ინტუიციას მიენდეთ. ირგვლივ მყოფთა რჩევებმა შეიძლება უფრო აგირიოთ გონება. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. შეგიძლიათ მათთან ერთობლივ გეგმებზე იმსჯელოთ.
სასწორი: დიდი ალბათობით, დღის პირველ ნახევარში უთანხმოებებს ვერ აარიდებთ თავს. ისე გინდათ საკუთარი სიმართლის დამტკიცება, რომ ხანდახან ყურადღებას არ აქცევთ სხვების ნათქვამს. შესაძლოა, მოგიწიოთ კამათი და ჩხუბი, ვერ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველას მოეწონება. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მეგობრული შეხვედრების ან რომანტიკული პაემნისთვის.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ
მორიელი: ძალზე ნაყოფიერია დღის პირველი ნახევარი. დროს ფუჭად არ კარგავთ და შესანიშნავად უმკლავდებით რთულ საქმეებს. შეძლებთ რაღაც საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას, ასევე პატარა ამოცანების გადაჭრას. მოგვიანებით დადგება დრო, რომელიც დასვენებას უნდა დაუთმოთ სასიამოვნო კომპანიაში. საინტერესო წინადადებები არ დააყოვნებს. შეიძლება მიგიწვიონ იქ, სადაც ყველაზე მეტად გაგიხარდებათ ყოფნა.
მშვილდოსანი: ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებულ საქმეებში – არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა, არ დახარჯოთ დიდი თანხა იქ, სადაც ამის გარეშეც იოლად გახვალთ ფონს. ახლა ფულის ხარჯვის ხასიათზე ხართ, მაგრამ შემდეგ შეიძლება ინანოთ, რომ უფრო ეკონომიური არ იყავით. დანარჩენ საკითხებში ხელსაყრელი დღეა. შესაძლებელია სასიამოვნო სიახლეების გაგება. ზოგიერთ თქვენგანს რომანტიკული სიურპრიზები ელოდება.
თხის რქა: უსაქმოდ ყოფნა არ გინდათ, ამიტომ ახალ–ახალ საქმეებს ეჭიდებით. ბევრს მოსწონს თქვენი საქმიანობა და მზადაა, უკან გამოგყვეთ. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად – ადვილად იმახსოვრებთ ყველაფერს, რაც შეიძლება მომავალში ძალიან გამოგადგეთ. კარგი დღეა საოჯახო საქმიანობისთვის, რაც მოსასწყენად სულაც არ მოგეჩვენებათ. ამ დროს გექნებათ შესაძლებლობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე დაფიქრდეთ. შეგიძლიათ შეიძინოთ სახლისთვის სასარგებლო რამე ნივთი.
თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2017
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"
მერწყული: კარგი დღეა სხვისი პრობლემების გადასაწყვეტად. სხვა ამას, შესაძლოა, გაეღიზიანებინა, მაგრამ თქვენ მზად ხართ დაეხმაროთ რთულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანს. გაგიჩნდებათ უჩვეულო იდეები, რომელთაგან ზოგიერთის განხორციელება დაუყოვნებლივ შეიძლება. მოსალოდნელია ვიზიტები. სტუმრები საინტერესო სიახლეებს მოგაწვდიან ან წინადადებას შემოგთავაზებენ, რომელზეც დათანხმების სურვილი გაგიჩნდებათ.
თევზები: არ იჩქაროთ. ყველაფერი უცბად არ გამოგივათ, ხანდახან რამდენიმე მცდელობა შეიძლება დაგჭირდეთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ეკონტაქტოს ადამიანს, რომელზეც ბევრი კარგი რამ სმენია. დიდი ალბათობაა იმისა, რომ გეგმებს ვერ მიყვეთ, ასე რომ, მზად იყავით იმპროვიზაციისთვის, ექსპერიმენტებისა და გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0