„ცრემლები ვერ შეიკავა“ – რატომ ეკეთა შავი სათვალე ჰეილი ბიბერს და რა მოხდა Met Gala-ზე?

© courtesy of Hailey Bieberჯასტინ და ჰეილი ბიბერები
ჯასტინ და ჰეილი ბიბერები - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
ჰეილი და ჯასტინ ბიბერები ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლება. ნახეთ რა შეემთხვათ მათ ცერემონიაზე.
ჯგუფ „ვია-გრას“ წევრი ანა სედოკოვა 2021 წლის Met Gala-ს ცერემონიაზე მომხდარ ინციდენტზე ემოციურად საუბრობს. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ჯასტინ ბიბერის ცოლს, ჰეილის, რომელიც ცერემონიაზე კამერების წინ ატირდა.
მომღერალმა დაწერა, რომ ზოგჯერ ადამიანები სიტუაციას არასწორად აფასებენ და არ იციან, რა იმალება ფარდის უკან. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც ჯანსტინი და ჰეილი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩდნენ.

„წითელ ხალიჩაზე ჰეილი ძალიან დახვეწილ შავ კაბაში, ბრილიანტებსა და... შავ სათვალეში იყო. უცნაურად მომეჩვენა, რადგან მის იმიჯს არ უხდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ჰეილი ღონისძიების დასაწყისში ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა და ქმრის გვერდით კამერების წინ მომხიბვლელად პოზირებდა, მაგრამ მალევე ის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. დამსწრეების ნაწილმა გაიხსენა ჯასტინისა და მისი ყოფილი შეყვარებულის სელენა გომესის ისტორია, რომელიც არც ისე კარგად დასრულდა“, – დაწერა მომღერალმა.

მისი თქმით, ჯასტინი და ჰეილი ფოტოების გადაღების დროს უსიამოვნო შეძახილებით შეამკეს. „ნაძირალა ხარ!“ „ჯანსტინი და სელენა“, „შერიგდით“ – უყვიროდნენ მომღერალს. ამ ფაქტმა ჰეილიზე უარყოფითად იმოქმედა და მან ცრემლები ვერ შეიკავა. სწორედ ამ დროს სთხოვა მან ასისტენტს სათვალე, რათა ცრემლები დაემალა. იქ მყოფებს არც კი უფიქრიათ, რამხელა ტკივილი იყო ამ სათვალის მიღმა.
ანა სედოკოვამ გამოხატა სინანული იმის გამო, რომ ადამიანებს სიძულვილის ასე გამოხატვა შეუძლიათ. ის ამბობს, რომ ზოგჯერ სიტყვები უფრო მეტ ტკივილს გვაყენებს, ვიდრე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა. „იმედი მაქვს, ხალხი ოდესმე გახდება უფრო მეტად კეთილი და ჰუმანური“ – დაწერა მან.
ყველა ახალი ამბავი
0