https://sputnik-georgia.com/20210917/qartuli-ocnebis-kvlevebi-259681768.html
პრეტენზიები ადგილობრივ დამკვირვებლებთან: რა არ მოსწონს „ქართულ ოცნებას"
პრეტენზიები ადგილობრივ დამკვირვებლებთან: რა არ მოსწონს „ქართულ ოცნებას"
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 70-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს გავლილი. 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T15:50+0400
2021-09-17T15:50+0400
2021-09-17T20:11+0400
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249747966_0:117:3072:1845_1920x0_80_0_0_6e1bc5e17ee065ee8f6d909e3f743b6f.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საკუთარ ანგარიშებში უფრო მეტად ზუსტი იყვნენ.როგორც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარტიის მიერ გაანალიზდა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ (საია) და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები. პაპუაშვილის თქმით, გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები: სამივე შუალედურ ანგარიშში, რომლებიც უნდა შეიცავდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევის ფაქტებს, ჩამოთვლილია საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე მომხდარი ფაქტები. მისი თქმით, საიას ანგარიში 1 მაისიდან, ხოლო დანარჩენი ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები 1 ივნისიდან იწყება, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2–3 თვით ადრე.მისი თქმით, ასევე შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ანგარიშებში აღწერილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოყოლილ ამბავს და სუბიექტურ აღქმებს, ისე, რომ არ იკვეთება რაიმე ირიბი მტკიცებულებაც კი.„მმართველი პარტია მოუწოდებს ამ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ მტკიცების მინიმალური სტანდარტით მაინც, რომ მათი ანგარიშები უნებლიეთ არ გახდეს დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.მნიშნველოვანია ასევე, რომ ორგანიზაციებმა თავიანთი ანგარიშებიდან ამოიღონ ის შემთხვევები, რომლებიც უკვე დადგინდა, რომ დარღვევას არ წარმოადგენდა, აღნიშნა მან.ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 70-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს გავლილი, რომლებიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.
https://sputnik-georgia.com/20210910/qartulma-ocnebam-kvlevis-shedegebi-gamoaqveyna-259499088.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/13/249747966_239:0:2970:2048_1920x0_80_0_0_9f1f072306f692ad8cc5e971d2012c6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
პრეტენზიები ადგილობრივ დამკვირვებლებთან: რა არ მოსწონს „ქართულ ოცნებას"
15:50 17.09.2021 (განახლებულია: 20:11 17.09.2021) ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 70-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს გავლილი.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საკუთარ ანგარიშებში უფრო მეტად ზუსტი იყვნენ.
როგორც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარტიის მიერ გაანალიზდა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ (საია) და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები.
10 სექტემბერი 2021, 15:40
პაპუაშვილის თქმით, გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები: სამივე შუალედურ ანგარიშში, რომლებიც უნდა შეიცავდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევის ფაქტებს, ჩამოთვლილია საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე მომხდარი ფაქტები. მისი თქმით, საიას ანგარიში 1 მაისიდან, ხოლო დანარჩენი ორი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები 1 ივნისიდან იწყება, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2–3 თვით ადრე.
„მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, ანგარიშებში საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ასევე შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ანგარიშებში აღწერილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც ემყარება მხოლოდ დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოყოლილ ამბავს და სუბიექტურ აღქმებს, ისე, რომ არ იკვეთება რაიმე ირიბი მტკიცებულებაც კი.
„მმართველი პარტია მოუწოდებს ამ ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ მტკიცების მინიმალური სტანდარტით მაინც, რომ მათი ანგარიშები უნებლიეთ არ გახდეს დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მნიშნველოვანია ასევე, რომ ორგანიზაციებმა თავიანთი ანგარიშებიდან ამოიღონ ის შემთხვევები, რომლებიც უკვე დადგინდა, რომ დარღვევას არ წარმოადგენდა, აღნიშნა მან.
ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 70-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს გავლილი, რომლებიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.