მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხს არჩევნების შემდეგ გადაწყვეტენ

© Facebook / Nika Meliaნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
მანამდე მეათე მოწვევის პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მიმდინარე წლის დასაწყისში მოუხსნა.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიიღებს, განაცხადა საპარლამენტო უმრალესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
პარასკევს აღნიშნულ საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა. საბოლოო გადაწყვეტილებას კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

„დღეს კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს იხილავს. თქვენ იცით, რომ ეს არის ფორმალური ნაწილი, რომელიც კომიტეტს ავალდებულებს აღნიშნული საკითხის განხილვას. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება პარლამენტზეა და ვნახოთ... თქვენ იცით, რომ არჩევნებამდე ჩვენ შეკრებას არ ვგეგმავთ. შემდეგ გაიმართება პარლამენტის სხდომა და გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ივლისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება, მელიამ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა.
მანამდე, მიმდინარე წლის დასაწყისში მეათე მოწვევის პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რის შემდეგაც, 23 თებერვალს მელია „გავრილოვის ღამედ" წოდებული საპროტესტო აქციის დროს მასობრივი ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატს ისევ შეუჩერებს?
ამისთვის ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის დასაწყისში მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
მელიას 2019 წლის დეკემბერში სადეპუტატო ხელშეუხებლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტმაც მოუხსნა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში დამნაშავედ ცნო.
მელია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 25 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ყველა ახალი ამბავი
0