„სანდრო პირველ კლასში პირველ გაკვეთილზე ონლაინ“ – ნიკა მელია ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Maiko Begiashviliნიკა მელია მაიკო ბეგიაშვილი
ნიკა მელია მაიკო ბეგიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟი გაიზარდა და უკვე სკოლის მოსწავლეა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ერთადერთი ვაჟი სკოლაში მივიდა, თუმცა პირველ გაკვეთილს, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ონლაინ ესწრება. ფაქტის ამსახველი ფოტო პოლიტიკოსმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
ახალგაზრდა პოლიტიკოსი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგის ანზორ მელიას ვაჟი წლების განმავლობაში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესოდ ვითარდებოდა. ინტერვიუებში ჰყვებოდა, რომ 2003 წელს ინგლისში სასწავლებლად წასული 2006 წელს საქართველოში უკან დაბრუნდა და ამის მიზეზი სიყვარული იყო. ლონდონში, მაშინდელი ელჩის გელა ჩარკვიანის მიერ ორგანიზებულ საღამოზე ქართველი გოგონა გაიცნო და სწორედ მას გამოჰყვა საქართველოში.
„დღევანდელი გადასახედიდან, ეს იყო რიგითი გატაცება, მაგრამ მაშინ ასე არ ვფიქრობდი. გამოვყევი საქართველოში, მაგრამ აქ დავრჩი იმედგაცრუებული, განვიხიბლე, თან ძალიან მალე“, – იხსენებდა მოგვიანებით მელია. განხიბლული ნიკა მელიას ცხოვრებაში მანამდე იყო სამწლიანი რომანი – ბრიტანეთში ცხოვრებისას ლონდონში გაზრდილი ირანელი ქალი გაზელი შეუყვარდა. ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრია, არც ქალი იყო უარზე ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ რომანი ქორწინებამდე არ მივიდა.
2014 წელს მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძო მამა გახდა. პატარა ალექსანდრემ მელიების დიდ ოჯახს დიდი სიხარული მოუტანა. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში კარდიოლოგი ანზორ მელია ამბობდა, ის, რომ შვილიშვილი ეყოლებოდა, მის დაბადებამდე ორი თვით ადრე გაიგო, ხოლო ალექსანდრე მელიას დედას მაიკო ბეგიაშვილს არ იცნობდა. როგორც აღმოჩნდა, ნიკა მელიას გასაიდუმლოებული რომანი ჰქონდა. თავისი შვილის დედაზე პოლიტიკოსი დღემდე არ არის ოფიციალურად დაქორწინებული.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური