მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს

© Facebook / Vakhtang Rcheulishviliმაია რჩეულიშვილი
მაია რჩეულიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
„ცენტრ პოინტის“ 11-წლიანი საქმე დახურულია.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბიზნესმენი მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
რუსუდან კერვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
„თავისუფლების ფასი არაფერია“: რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა
მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს.
„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის 2016 წლის ივლისში ე.წ. „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა დოკუმენტს არც ერთი მხარე არ აწერდა ხელს.
პროკურატურის მთავარი მოთხოვნა, რის საფუძველზეც საბოლოოდ შეთანხმება გაფორმდა, არის ის, რომ ყველა დაზარალებული უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც ცნობილია, მერიის შუამდგომლობით „ცენტრ პოინტის“ მშენებლობები დასრულდება.
რამდენიმე თვის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულება ამავე საქმეზე დაკავებულმა მაია რჩეულიშვილის დამ რუსუდან კერვალიშვილმა დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0