ლელა მებურიშვილის გემოვნებიანი სახლი და ოჯახური ფოტოები

© Facebook / Lela Meburishviliლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი   - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
ლელა მებურიშვილს სოციალურ ქსელში ლამაზი ფოტოების გამოქვეყნება უყვარს. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. მეუღლესთან ერთად ვარსკვლავების თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება, მაგრამ მასთან ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს.
სოციალურ ქსელში წყვილის მორიგი გამოჩენა უამრავ მოწონებას და ინტერესს იწვევს. წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ. ლელა სიყვარულს დიდი ხანი მალავდა, მაგრამ ცნობილმა ტაბლოიდებმა მალე გამოააშკარავეს მისი მეორე ნახევარი.
ლელას რჩეული ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძეა, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დირექტორი. ლელას სიყვარულს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში კარიერას დიდი წარმატებით განაგრძობს.
მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილს სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს, არაორდინარულ და მის შესაფერის ფოტოსესიებში მონაწილეობას ხშირად იღებს. მოდური ჟურნალები, ბრენდული მაღაზიები, სხვადასხვა გასართობი გადაცემები ლელასთან აქტიურად თანამშრომლობენ.
სერიალში „შუა ქალაქში“ მიღწეული პოპულარობის პიკი დღემდე არ ნელდება. ლელას სილამაზით აღტაცებული თაყვანისმცემლები მას სურათების გაზიარებას უფრო ინტენსიურად სთხოვენ. მსახიობი ვაკეში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და ხშირად აქვეყნებს სახლის ინტერიერში გადაღებულ ფოტოებს.
ყველა ახალი ამბავი
0