ყველა დამნაშავე წარდგება მართლმსაჯულების წინაშე – საქართველოს პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
უკრაინამ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა გადმოსცა, რომელსაც ბრალდებულია სისხლის სამართლის 11 საქმეში.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“–ისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მეგის ქარდავას ექსტრადიციის შესახებ.
ქარდავა ექსტრადირებულია უკრაინიდან და ის კიევი–თბილისის სპეციალური რეისით საქართველოში პარასკევს ჩამოიყვანეს.
მეგის ქარდავა რუსთავის №12 საპატიმროში მოათავსეს, სადაც ის სისხლის სამართლის ექვსი მუხლის მიხედვით განაჩენს დაელოდება.აქედან ერთ-ერთი მუხლი უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
„მეგის ქარდავას ექსტრადიცია ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ათას სისასტიკეს და სადიზმს სჩადიოდა... იქნეს წარდგენილი მართლმსაჯულების წინაშე. მეორე, მინდა აღვნიშნო, რომ სიმბოლურია, რომ დღეს არის წამებით გარდაცვლილი და მოკლული სერგო თეთრაძის დაბადების დღე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე მოითხოვდა, რომლებშიც ის ფიგურირებს როგორც ერთ-ერთი ბრალდებული. ხუთ დანაშაულზე მას უკვე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად, ხოლო ექვსი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. აქედან ერთ-ერთ საქმეზე ქარდავას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს ეხება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და წამებას, სასტიკ მოპყრობას, ადამიანის ღირსების შელახვასა და მორალური ტანჯვის მიყენებას დაკავებული ქალისთვის 2009 წელს.
ქარდავა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მას მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა, ხოლო ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე – 7 წლითადა 6 თვით პატიმრობა.
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
ერთ-ერთი ბრალდებით მეგის ქარდავას უვადო პატიმრობა ემუქრება
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას გამოუტანეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების გამო ჩანაწერების საქმეზე, რომლებიც მიწაში ჩაფლულ კასრებში 2013 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის შემოგარენში აღმოაჩინეს. ამის გამო მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე 9 წლით პატიმრობა შეუფარდეს 2011 წელს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. კიდევ 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო.
ქარდავამ სამშობლო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. მასზე ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. 11 სექტემბერს თავად ქარდავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება შეუთანხმდა ქართულ მხარეს და მზადაა ის საქართველოს გადმოსცეს.
ყველა ახალი ამბავი
0