საქართველო ექსპორტირებულ პროდუქციაზე კონტროლს გაამკაცრებს

© Pixabay / congerdesignატამი
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
საქართველო ყავისფერ სიდამპლესთან ბრძოლის კუთხით გარკვეულ ღონისძიებებს გაატარებს
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. საქართველო მომავალი წლიდან გააძლიერებს ძალისხმევას ყავისფერი სიდამპლის გამომწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში, აცნობეს Sputnik-საქართველოს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
„როსსელხოზნადზორმა“ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთში შეტანილ ქართულ მცენარეულ პროდუქციაში საშიში დაავადების - ყავისფერი სიდამპლის გამომწვევი (Monilinia fructicola) გამოვლინდა. სამ შემთხვევაში დაზიანების სიმპტომები გამოვლინდა ვაშლატამაში, ერთში - ატამში. გამოვლენილ ფაქტებზე შედგენილი ნოტიფიკაციები გაეგზავნა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა ონლაინ-კომუნიკაცია რუსეთის შესაბამის სამსახურთან. სპეციალისტებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და მომავალი წლისთვის ამ დაავადების (ყავისფერი სიდამპლე) წინააღმდეგ დაგეგმეს ღონისძიებები, მათ შორისაა მონიტორინგის გაძლიერება ვეგეტაციის პერიოდში, კომუნიკაციის გააქტიურება ფერმერებთან და ექსპორტის წინა ფიტოსანიტარული პროცედურების გამკაცრება“, - აცნობეს Sputnik-საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
რუსული უწყების ინფორმაციით, ქართული მხარე გაგზავნის საჭირო მასალებს, ასევე რუსეთისთვის განკუთვნილი საექსპორტო კულტურების მოყვანის ზონებში, სამაცივრო და სასაწყობე მეურნეობებში სახელმწიფო ფიტოსანიტარული მონიტორინგის პროგრამას გააფართოებს.
ატმის მოსავალი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
რუსეთში ექსპორტირებულ ქართულ ატამსა და ვაშლატამაში ყავისფერი სიდამპლე აღმოაჩინეს
„როსსელხოზნადზორმა“ სექტემბერში უკვე მიუთითა აღნიშნული დაავადების გამოვლენის შემთხვევებზე აზერბაიჯანიდან და უზბეკეთიდან ექსპორტირებულ ვაშლატამასა და ატამში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ექსპორტირებულია 26,1 მლნ დოლარის ღირებულების 28,7 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა.
პროდუქციის ნახევარზე მეტი - 18,9 ათასი ტონა გატანილია რუსეთში, შემდეგ მოდის სომხეთი (8,1 ათასი ტონა) და უკრაინა (768 ტონა).
ყველა ახალი ამბავი
0