https://sputnik-georgia.com/20210916/mmartvelma-partiam-qarelshi-momxdari-incidentis-videomasala-gaavrcela-259651321.html
ვინ ვის: მმართველმა პარტიამ ქარელში მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალა გაავრცელა
ვინ ვის: მმართველმა პარტიამ ქარელში მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალა გაავრცელა
Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია და ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატთან ზაზა გულიაშვილთან ინტერვიუს... 16.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-16T16:52+0400
2021-09-16T16:52+0400
2021-09-17T01:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832905_0:0:1010:568_1920x0_80_0_0_e654bd0168f509952b62e61def4e8934.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გაავრცელა ვიდეოკადრები ქარელში პარტიის ოფისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა.მდინარაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის ოფისის მეორე სართულიდან ოპერატორის გადმოგდების შესახებ დეზინფორმაცია უწოდა და ჟურნალისტებს ქარელში პარტიის შტაბის მახლობლად დამონტაჟებული ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი წარუდგინა, სადაც ჟურნალისტი ბექა ყორშია და დაშავებული ოპერატორი არიან აღბეჭდილი.მდინარაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეზინფორმაციის გავრცელებასა და მანიპულაციაში დაადანაშაულა.გუშინ, საღამოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ფაქტს წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.გვარამიას განცხადებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინვე ბინძური სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ოპერატორსა და შტაბის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და ოპერატორი შემთხვევით გადავარდა. დაშავებული ოპერატორი ქარელში მდებარე კლინიკა „ევექსიდან“ თბილისის „ნიუ ჰოსპიტალსში“ გუშინვე გადაიყვანეს.ლევან აბლოთიამ კლინიკა დღეს დატოვა. ექიმების თქმით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს.გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, იგი ინციდენტის დროს აგრესიული ადამიანებისგან თავის დაღწევას ცდილობდა და უკან იხევდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ დაიცვა და აივნიდან გადავარდა.
https://sputnik-georgia.com/20210916/mtavari-arxis-operatorma-klinika-datova-259641845.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832905_130:0:922:594_1920x0_80_0_0_cdb8126f226624c10c3ed2dc95a631fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები
ვინ ვის: მმართველმა პარტიამ ქარელში მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალა გაავრცელა
16:52 16.09.2021 (განახლებულია: 01:01 17.09.2021) ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია და ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატთან ზაზა გულიაშვილთან ინტერვიუს ჩასაწერად იმყოფებოდნენ.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გაავრცელა ვიდეოკადრები ქარელში პარტიის ოფისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა.
მდინარაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის ოფისის მეორე სართულიდან ოპერატორის გადმოგდების შესახებ დეზინფორმაცია უწოდა და ჟურნალისტებს ქარელში პარტიის შტაბის მახლობლად დამონტაჟებული ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი წარუდგინა, სადაც ჟურნალისტი ბექა ყორშია და დაშავებული ოპერატორი არიან აღბეჭდილი.
„გვარამიამ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში. კადრში ხედავთ ოპერატორს, რომელიც მომხდარი ფაქტის შემდეგ გადაადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი იმისთვის, რომ მოხდეს მანიპულაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეზინფორმაციის გავრცელებასა და მანიპულაციაში დაადანაშაულა.
გუშინ, საღამოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ფაქტს წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
გვარამიას განცხადებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინვე ბინძური სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ოპერატორსა და შტაბის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და ოპერატორი შემთხვევით გადავარდა.
16 სექტემბერი 2021, 13:35
დაშავებული ოპერატორი ქარელში მდებარე კლინიკა „ევექსიდან“ თბილისის „ნიუ ჰოსპიტალსში“ გუშინვე გადაიყვანეს.
ლევან აბლოთიამ კლინიკა დღეს დატოვა. ექიმების თქმით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს.
გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, იგი ინციდენტის დროს აგრესიული ადამიანებისგან თავის დაღწევას ცდილობდა და უკან იხევდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ დაიცვა და აივნიდან გადავარდა.