მართლწესრიგის ოფიცრები ისანი-სამგორის რაიონშიც გამოჩნდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომლები
პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
ამ დროისათვის თბილისის მასშტაბით სულ 275 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ისანი-სამგორის რაიონში მართლწესრიგის 95 ოფიცერი იმუშავებს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონებში მუშაობდნენ.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მართლწესრიგის 40 ოფიცერი დაინიშნა - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2020
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მართლწესრიგის 40 ოფიცერი დაინიშნა
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია–მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და ა.შ.
ოფიცრების შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.
მართლწესრიგის ოფიცრებმა ყოფილი უბნის ინსპექტორები ჩაანაცვლეს. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში გაუქმდა.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.
ყველა ახალი ამბავი
0