„აქ მარტო სექსზე ხომ არ არის საუბარი?“ – გია სურამელაშვილი შეყვარებულს შეურიგდა

© courtesy of Gia suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
გია სურამელაშვილი საყვარელ ადამიანს შეურიგდა და დეტალებზე საუბრობს.
მომღერალი გია სურამელაშვილი, რომლის სასიყვარულო ისტორიაზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საყვარელ ადამიანს თითქმის სამთვიანი განშორების შემდეგ შეურიგდა, თუმცა მისი მეორე ნახევარი მასზე ძალიან ეჭვიანობს და ამის გამო ურთიერთობა მუდამ საფრთხის ქვეშ დგას.
სურამელაშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანს დაახლოებით შვიდი წლის წინ შეხვდა, შემდეგ იყო განშორება და ღმერთმა ისინი წელიწადისა და რვა თვის წინ ისევ შეახვედრა. ამ ადამიანს ოჯახი აქვს, თუმცა ყოველ მეორე დღეს ხვდებიან ერთმანეთს სამი-ოთხი საათით და ეს ძალიან დიდ ბედნიერებას ანიჭებს.
სურამელაშვილი ამბობს, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ წყვილს ერთმანეთი ჯერ არ უნახავს და ამაზეა ნაწყენი, რომ მისთვის დრო ვერ გამონახა.

„ამ კვირაში ვერ მოვალო – ორი თვეა არ გინახივარ და რა, არ მოგენატრე? აქ მარტო სექსზე ხომ არ არის საუბარი? ადამიანი, რომელიც სულ თვალებში გყავს და რომელსაც სიზმრებში ხედავ, არ გინდა ნახო?! არც მე ვარ შოკოლადი. არ მინდა ხელები მარტო მას შევახოცო, მეც ძალიან მძიმე ვარ. ერთხელ დავთვერი და საშინელი ლანძღვა-გინება ავტეხე. გაოგნებული იყო, ამ ანგელოზივით ადამიანს საიდან ამოგდის ეგ სიტყვები, ამ სილამაზეს საიდან ეს სიბინძურე, გადარეული ვარო“, – იხსენებს გია სურამელაშვილი.

მომღერლის თქმით, ძალიან ეჭვიანობს საყვარელი ადამიანის ოჯახზე, თუმცა ის ისე ძალიან უყვარს, რომ ყველაფერზე ხუჭავს თვალს და იმედი აქვს, კვლავ ერთად იქნებიან.
ყველა ახალი ამბავი
0