https://sputnik-georgia.com/20210915/tbilissi-istoriuli-senobis-reabilitacia-dasrulda-259620336.html
თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლის რეაბილიტაციის ფარგლებში გამაგრდა შენობის საძირკველი, სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები, შეიცვალა შენობის... 15.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-15T17:34+0400
2021-09-15T17:34+0400
2021-09-15T21:58+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250895665_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_eb7a2d2c27381f31e0b407253af015da.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ძველი თბილისის ისტორიული არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ჯავახიშვილის N14-ში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.კალაძემ სხდომაზე აღნიშნული ისტორიული ძეგლის ამსახველი, რეაბილიტაციამდელი და რეაბილიტაციის შემდგომი ფოტომასალაც წარმოადგინა.მერის განცხადებით, ძველი თბილისი და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მათი მდგომარეობა არასახარბიელოა, ძეგლებს ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული.თბილისის მერის თქმით, ასეთი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.„მესმის, რომ ქალაქში ბევრი ძეგლია, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ყველგან მივალთ, ყველას განვაახლებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ძეგლი რესტავრირდეს და ასევე მთლიანად უბნების რეაბილიტაცია მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და მისი ჯამური ღირებულება 2.250.000 ლარია.
https://sputnik-georgia.com/20190603/orbelianis-moedani-rekonstruqciis-shemdeh-photo-245464505.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250895665_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_87f10dae637e3e25d4220fdc4201d634.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
17:34 15.09.2021 (განახლებულია: 21:58 15.09.2021) მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლის რეაბილიტაციის ფარგლებში გამაგრდა შენობის საძირკველი, სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები, შეიცვალა შენობის სახურავის შეფიცვრა და თუნუქის საფარი, მოეწყო სახურავის წყალსაწრეტი სისტემა, აღდგა ფასადის დეკორატიული ელემენტები.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ძველი თბილისის ისტორიული არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ჯავახიშვილის N14-ში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე
ისაუბრა.
კალაძემ სხდომაზე აღნიშნული ისტორიული ძეგლის ამსახველი, რეაბილიტაციამდელი და რეაბილიტაციის შემდგომი ფოტომასალაც წარმოადგინა.
მერის განცხადებით, ძველი თბილისი და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მათი მდგომარეობა არასახარბიელოა, ძეგლებს ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული.
„ჩვენ მათ ვაახლებთ და უკვე განვახორციელეთ კარგი პროექტები – დარეჯანის სასახლე, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაცია... ამჯერად ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და საფუძვლიანი რეაბილიტაცია დასჭირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ასეთი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.
„მესმის, რომ ქალაქში ბევრი ძეგლია, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ყველგან მივალთ, ყველას განვაახლებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ძეგლი რესტავრირდეს და ასევე მთლიანად უბნების რეაბილიტაცია მოხდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ჯავახიშვილის N14-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და მისი ჯამური ღირებულება 2.250.000 ლარია.