ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა – საქართველოში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnikქალი წვიმაში
ქალი წვიმაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. უახლოეს 48 საათში საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, 16-17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, აღნიშნავენ უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0