https://sputnik-georgia.com/20210915/ratom-chairicxebian-sportsmenebi-ugamocdod-ganmarteba-259611727.html
რატომ ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში უგამოცდოდ სპორტსმენები: განათლების უწყების განმარტება
რატომ ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში უგამოცდოდ სპორტსმენები: განათლების უწყების განმარტება
Sputnik საქართველო
ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო სპორტსმენებისადმი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს, აღნიშნავენ უწყებაში. 15.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-15T14:37+0400
2021-09-15T14:37+0400
2021-09-15T19:24+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/93/242179365_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_1ec347956c1b622fcbcda239f909ee4c.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული ტურნირების ოქროს მედლის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხონ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება „ტოკიო 2020“-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო სპორტსმენებისადმი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს, აღნიშნავენ უწყებაში.სწავლის მსურველებმა განათლების სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/93/242179365_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_bb7bd55b5552600dbd8438726d028f7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
რატომ ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში უგამოცდოდ სპორტსმენები: განათლების უწყების განმარტება
14:37 15.09.2021 (განახლებულია: 19:24 15.09.2021) ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო სპორტსმენებისადმი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან.
ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული ტურნირების ოქროს მედლის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხონ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება „ტოკიო 2020“-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.
ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო სპორტსმენებისადმი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს, აღნიშნავენ უწყებაში.
სწავლის მსურველებმა განათლების სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.