„სიმბა დაიბადა თუ რაშია საქმე“ – ქართველი მოგზაურის დაუჯერებელი კადრები ნამიბიიდან

© Courtesy of Soso Nebieridzeსოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
ცნობილმა მოგზაურმა სოსო ნებიერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ნახვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ ამ ადგილზე მოხვედრა და იქ დარჩენა.
soso_aroundtheworld – ინსტაგრამ-გვერდი ამ დასახელებით მოგზაურობის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესოა. მისი მფლობელი სოსო ნებიერიძე კი ქართველი ბლოგერია 117 ათასზე მეტი ხელმომწერით, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ულამაზეს კადრებს და, საინტერესოსთან ერთად, ძალიან საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.
სოსო ნებიერიძემ სამოგზაუროდ ამჯერად ნამიბია აირჩია. როგორც ის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში წერს, სიტყვები არ ჰყოფნის იმისთვის, როგორ დაასათაუროს ეს ვიდეო.
„ამდენი ცხოველი ერთად თავმოყრილი, ასე ლამაზად, ასეთ ჰარმონიაში არსად და არასდროს მინახავს. ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ხილვა მართლა სიზმარს ჰგავს. ახლაც მგონია, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამესიზმრა“, – წერს მოგზაური.

„სიმბა დაიბადა თუ რაშია საქმე“, „ვაიმე ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო სიტყვები არ მყოფნის. საოცრებაა“, „ტიპმა მეფე ლომის დაწყება გადაიღო და ვითომ არაფერი!“, „ევა ხო არ დადის მანდ სადმე “, „Lion king_ში მეგონა უცებ თავი“, – უწერენ აღფრთოვანებული ხელმომწერები.

სოსო ნებიერიძე, რომელიც ბერძნული ენის ფილოლოგია, 18 წლიდან ბიზნესით არის დაკავებული. ამბობს, რომ მოგზაურობის გარდა მისი ჰობი სწორედ ბიზნეს-საქმიანობაა.
ყველა ახალი ამბავი
0