პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად პოლონეთში აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გამომცემლობა Vinísfera-ს ორგანიზებით ქალაქ პოზნანში (პოლონეთი) ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, პოზნანის ღვინის კლუბის, სასტუმროების ქსელების, ტურისტული სააგენტოების, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„პოზნანი, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია უკვე მეორედ მოეწყო, ღვინის მოხმარების კუთხით პოლონეთის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. შესაბამისად, პოზნანში გამართული დეგუსტაცია მნიშვნელოვანია პოლონეთის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის კუთხით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე.
ღვინო ვინომი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 3,7 მლნ ბოთლს შეადგენს, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით 30%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0