Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია. ადამიანები პირბადეებით
ეპიდემია. ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.515-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 587.551-ს მიაღწია.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.515 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 869 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 393, კახეთი – 338, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 251, აჭარა – 159, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 143, სამცხე-ჯავახეთი – 64, გურია – 61, მცხეთა-მთიანეთი – 61, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.829 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 551.780-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 60 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.347-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 27.398 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.785 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.346, აჭარაში – 661, იმერეთში – 1.047.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები
1.347 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 350 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 24, იმერეთში – 30. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.318 ადამიანი, მათ შორის 707 – თბილისში, 375 – აჭარაში. 20.295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.515-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 587.551-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0