„ძალიან კი შეგვეშინდა“ – ეკო ფანგანი შეყვარებულთან ერთად ავარიის ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Ekaterina Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მანქანის მუხრუჭების ხმა და ქალის კივილი ისმის.
ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და გარეგნობა კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ტელეწამყვანი ხელმომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით. ეკო ხშირად იღებს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებაც. როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი შეყვარებულია და მისი რჩეული იურა რუბენიაა.
ეკო ურთიერთობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
ამჯერად ეკო იურასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონზე გამოვდივართ“, – წერს ეკო. როგორც ჩანს, ვიდეოს გადაღების პროცესში წყვილი ავტოავარიის შემსწრეც გახდა. „ძალიან კი შეგვეშინდა, მაგრამ შემთხვევა კარგად დასრულდა, არავის არაფერი სჭირს, ყველა კარგადაა“, – განმარტა ტელეწამყვანმა.
ყველა ახალი ამბავი
0