დებატები პირდაპირ ეთერში, ანუ პოლიტიკოსების მცდელობა, ხმა მიაწვდინონ ამომრჩეველს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო პლაკატები კედელზე
საარჩევნო პლაკატები კედელზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
პარტიების წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეეცადნენ ამომრჩეველი დაერწმუნებინათ, რომ არჩევნებზე ხმა მათ მისცენ.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. დებატები, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე 10 პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სამშაბათს, საღამოს „პირველი არხის“ ეთერში გაიმართა.
დებატებში მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები:
ვახტანგ იაშვილი – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“
ბესიკ დონაძე – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
ანა გოგოლაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
მამუკა გამყრელიძე – „ევროპელი დემოკრატები“
ფატი ბარჯაძე – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“
ნანა დევდარიანი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
კახა ჟღენტი – „ლელო საქართველოსთვის“
ლაშა ჩხარტიშვილი – „ლეიბორისტული პარტია“
ჰერმან საბო – „გირჩი“
ვლადიმერ ბოჟაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
დებატების პირველ ბლოკში თითოეულმა პოლიტიკოსმა ერთი წუთის განმავლობაში პასუხი გასცა კითხვას, თუ რას ნიშნავს მათთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის ეს არჩევნები გარკვეულწილად რეფერენდუმი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდება. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაში როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ასევე იმაში, რომ ეს არჩევნები განამტკიცებს მათ პოზიციებს.
ქართული ოცნებისოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
ვინ დაიკავებს თბილისის მერის პოსტს: „ქართული ოცნების" კვლევის შედეგები
მისალმების შემდეგ თითოეულ პოლიტიკოსს 30 წამის განმავლობაში ერთ-ერთი ოპონენტისთვის კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა. დებატების მონაწილეებს პასუხის გასაცემად ორი წუთი ჰქონდათ გამოყოფილი, შემდეგ კი კითხვის დამსმელს მოსმენილის ანალიზისთვის 30 წამი ეძლეოდა.
დებატების მეორე ბლოკში მცირე კონფლიქტი მოხდა ლაშა ჩხარტიშვილსა და ნანა დევდარიანს შორის. „ლეიბორისტების“ წარმომადგენელმა დევდარიანი დაადანაშაულა იმაში, რომ როდესაც ის ცესკოს თავმჯდომარე იყო ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, მისი რეჟიმის მომხრე და ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. დევდარიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ამგვარი ბრალდებები უადგილოა და ის ამაყობს თავისი თითოეული გადაწყვეტილებითა და ნაბიჯით.
ამით ჩხარტიშვილის ბრალდებები არ დასრულებულა. მან დებატების წამყვანი და „პირველი არხი“ დაადანაშაულა პროსამთავრობო პოლიტიკაში და ასევე იმაში, რომ მაუწყებლის ახალი შენობა ბიუჯეტს 80 მლნ ლარი არ უნდა უჯდებოდეს.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
კალაძე: მზად ვარ მერობის 16-ვე კანდიდატთან დებატებში მივიღო მონაწილეობა
ოპოზიციის კითხვების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიმართ იყო დასმული. კითხვები ეხებოდა შარლ მიშელის შეთანხმებას, თბილისის ინფრასტრუქტურის პრობლემებს, პარკირების ახალი ადგილების მოწყობას, ჰესების მშენებლობას, მეწყრულ ზონას ვაშლიჯვარში და იმას, თუ „ვის ეკუთვნის რეალური ხელისუფლება საქართველოში“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ვლადიმერ ბოჟაძემ უარი თქვა ოპონენტებისთვის კითხვის დასმაზე, რადგან მიიჩნევს, რომ მათ არა აქვთ თბილისის ან რეგიონების განვითარების კონკრეტული სტრატეგია და ასევე პროგრამები.
„ჩემი კოლეგების მიმართ მექნებოდა კითხვა, მათ რომ ჰქონდეთ თავიანთი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი ან ჩვენი რეგიონები... ამიტომ კითხვები არ მაქვს. მაგრამ მზად ვარ მათი კითხვების მოსასმენად“, – განაცხადა ბოჟაძემ.
რუპორები - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
ოპოზიციამ არჩევნების წინ დასავლეთისგან მხარდაჭერის მიღება გადაწყვიტა
დებატების მესამე ბლოკში თითოეულ გამომსვლელს ჰქონდა საშუალება, ერთი წუთის განმავლობაში მიემართა ამომრჩევლისთვის და დაერწმუნებინა ისინი არჩევნებზე მისვლაში.
„პირველი არხი“ 21 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს მოაწყობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0