„პლასტიკური გაიკეთა?“ – სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

© Facebook / Temur Tsamtsishviliამირან გამყრელიძის სიმღერა
ამირან გამყრელიძის სიმღერა - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „ბაში-აჩუკიდან“ სიმღერას ასრულებს.
„ფეისბუქზე“ ვრცელდება ვიდეო ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემიდან, სადაც წლების წინ ცნობილი ექიმი ამირან გამყრელიძე მღერის.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ექიმის მუსიკალური მონაცემებით აღფრთოვანებულები არიან.

„ამირანი სულ ასეთი ასაკის ყოფილა“, „არ ბერდება?“, „ეს ის ამირანია მიჯაჭვული რო გვეგონა?“, „გამყრელიძე უბერებელია ?თუ პლასტიკური გაიკეთა“, „რა ვაქცინაა აქვს ასეთი გაკეთებული რომ არ ბერდება“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ყველა ახალი ამბავი
0