33 წლის შემდეგ ლეგენდარული „ტყუპები“ ბრუნდება – მათ კიდევ ერთი ტყუპისცალი შეუერთდება

© photo: Sputnik / Alex Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიარნოლდ შვარცენეგერი
არნოლდ შვარცენეგერი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
გამოწერა
ფილმების მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეა – მალე მაყურებელი ყველასთვის საყვარელი ფილმის გაგრძელებას იხილავს.
33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყველაზე უცნაური ტყუპები გავიცანით. არნოლდ შვარცენეგერმა და დენი დე ვიტომ უამრავი ადამიანის გული მოიგეს. კომედიური ჟანრის ფილმმა „ტყუპები“ კინოეკრანები დაიპყრო.
1988 წლის ნამუშევარმა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მე-5 ადგილი დაიკავა და 111,9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. და, აი, 33 წლის შემდეგ საკულტო კომედია ეკრანებს „სიკველით“ უბრუნდება. რაც მთავარია, როლებს კვლავ ლეგენდარული მსახიობები არნოლდ შვარცენეგერი და დენი დე ვიტო შეასრულებენ.
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია, 76 წლის დე ვიტოსა და 74 წლის შვარცენეგერს კიდევ ერთი ტყუპი შემოუერთდებათ, მის როლს 52 წლის ტრეისი მორგანი შეასრულებს. ასე რომ, წინ დაუვიწყარი სანახაობა გველოდება.
ყველა ახალი ამბავი
0