https://sputnik-georgia.com/20210915/---------259623227.html
9 გასროლა და 20 წლის დაჭრილი ახალგაზრდა: რა მოხდა ვერაზე
9 გასროლა და 20 წლის დაჭრილი ახალგაზრდა: რა მოხდა ვერაზე
Sputnik საქართველო
თუ რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. 15.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-15T18:09+0400
2021-09-15T18:09+0400
2021-09-15T22:25+0400
საზოგადოება
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249373174_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_0f4a58cdee6c711b7c04c3c1c3565674.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა, ინფორმაციას ტელეკომპანია Rustavi 2 ავრცელებს.შემთხვევა ვერაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა 20 წლის ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა გასროლა განახორციელა. ახალგაზრდას მძიმე ჭრილობები აქვს მიყენებული და იგი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.თუ რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249373174_307:0:2982:2006_1920x0_80_0_0_3b7381dcbd615d0fa6f3e78831de3353.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები
9 გასროლა და 20 წლის დაჭრილი ახალგაზრდა: რა მოხდა ვერაზე
18:09 15.09.2021 (განახლებულია: 22:25 15.09.2021) თუ რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა, ინფორმაციას ტელეკომპანია
Rustavi 2 ავრცელებს.
შემთხვევა ვერაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა 20 წლის ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა გასროლა განახორციელა. ახალგაზრდას მძიმე ჭრილობები აქვს მიყენებული და იგი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
თუ რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.