საქართველოში მიწისძვრა მოხდა

CC BY-SA 3.0 / Yamaguchi先生 / Kinemetrics seismographსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან 3–4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ქალაქ დმანისიდან 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:33 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება. ყველაზე მძლავრი, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 16 აგვისტოს მოხდა. 17 აგვისტოს ამ ადგილზე ხუთი მიწისძვრა დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0