Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კოვიდ-რეგულაციების დარღვევების გამო ათობით ობიექტი დაჯარიმდა

© AFP 2024 / Patricia De Melo Moreiraადამიანები ლისაბონში რესტორნის სახურავზე
ადამიანები ლისაბონში რესტორნის სახურავზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
განმეორებით დარღვევის გამო კი 35 დაწესებულება დაილუქა
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებმა 10 აგვისტოდან კოვიდ-რეგულაციების შეუსრულებლობის გამო 60 ობიექტი დააჯარიმეს, განაცხადა სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო აკრძალულია ქორწილების, ქელეხების და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. საქართველოში ასევე შეზღუდულია კვების ობიექტების მუშაობა. რესტორნები და კაფე-ბარები კლიენტებს 22:00 საათამდე ემსახურებიან. დარღვევის შემთხვევაში ობიექტი 10 ათასი ლარით ჯარიმდება, ფაქტის განმეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.
„მხოლოდ 10 აგვისტოდან, როდესაც გამკაცრდა ზედამხედველობა, განხორციელდა 55 ათასზე მეტი აქტივობა... ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში ვამოწმებთ რეგულაციების შესრულებას. სამწუხაროდ, გაფრთხილებებთან და რეკომენდაციებთან ერთად მოგვიწია სანქციების გამოყენებაც. დაჯარიმებულია დაახლოებით 60 ობიექტი, დალუქულია 35 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
მასობრივი ვაქცინაციის ტემპების ზრდის მიუხედავად, საქართველო კვლავ კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. მედიკოსების თქმით, მისმა პიკმა უკვე გადაიარა. ქვეყანაში კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. დისტანციის დაცვა ასევე ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს. ბიზნეს-ობიექტებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესრულებას ავალდებულებენ.
ყველა ახალი ამბავი
0