https://sputnik-georgia.com/20210914/saeklesio-kalendari-14-seqtemberi-259548219.html
საეკლესიო კალენდარი: 14 სექტემბერი, ანუ საეკლესიო ახალი წელი
საეკლესიო კალენდარი: 14 სექტემბერი, ანუ საეკლესიო ახალი წელი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T09:00+0400
2021-09-14T09:00+0400
2021-09-14T09:00+0400
რელიგია
საეკლესიო კალენდარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24015/17/240151707_0:71:1148:717_1920x0_80_0_0_d4126dea15c4969446955edb10e4e1ac.jpg
გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისაძველი სტილით 1 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტის - ეკლესიური ახალი წელიწადის დაწყებას ზეიმობს. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე ... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19).გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება. შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს.გადმოცემის თანახმად, ინდიქტიონის აღნიშვნა სათავეს ჯერ კიდევ ძველი რომიდან იღებს. როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ". მოხარკენი გადასახადს რომ გადაიხდიდნენ, მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდნენ. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა. მას აქეთ ახალი წელი სიხარულს, ზეიმს უკავშირდება, რადგან იუდეა რომის პროვინცია იყო, , ხარკს აქაც მთელ იმპერიაში გავრცელებული წელთაღრიცხვით იხდიდნენ.საეკლესიო კალენდარში 14 სექტემბერი ასევე არის ღირსი სვიმეონ მესვეტეს და დედისა მისი მართას, წმიდა მოწამეთა კალისტას ევოდის და ერმოგენის, წმიდა მოწამე აითალა დიაკონის და მართალი ისუ ნავეს ხსენების დღეSputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.ღირსი სვიმეონ მესვეტე და დედა მისი მართაღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში.თვრამეტი წლის ასაკში სვიმეონი ბერად აღიკვეცა და ოთხმოცი წელი დაჰყო ბერულ ღვაწლში, მათგან ორმოცდაშვიდი წელი სვეტზე იდგა. რომელიც მან ააგო.ღირსი მამა სვეტზე მოწყობილ ვიწრო სენაკში მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო.უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა.როცა მართამ, წმინდანის დედამ, შვილის ამბავი შეიტყო, სანახავად მივიდა. იგი ზღუდის შესასვლელთან გაჩერდა და მწარედ ატირდა, მაგრამ სიმეონმა მისი ნახვა არ მოისურვა და შეუთვალა:- ახლა ნუ შემაწუხებ დედაო და თუ დავიმსახურებთ, ერთმანეთს იმ ქვეყნად შევხვდებით.მართას შვილის ნახვა კიდევ უფრო ძლიერ მოუნდა, ხოლო ნეტარმა ისევ ვედრებით შეუთვალა, რომ ცოტა ხანი უხმოდ მოეცადა. დედა ზღუდის კარების წინ დაწვა და სული უფალს მიაბარა. მისი აღსასრულის შესახებ წმიდა სიმეონმა მაშინვე შეიტყო და გვამის სვეტთან მისვენება ითხოვა. როცა მან დედა დაინახა, ცრემლებით დაიწყო ლოცვა მისთვის. ლოცვის ჟამს წმიდა მართას სხეული შეინძრა, ხოლო სახეზე ღიმილი გამოესახა. ყველა, ვინც ეს იხილა, გაოცდა და ღმერთს ადიდებდა. იგი სვეტთან დამარხესღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას. შემდგომში ნეტარი მამის ღვაწლის ადგილას მისმა მოწაფემ, ანტონიმ მონასტერი დააარსა.წმიდა მოწამენი: კალისტა და ძმანი მისნი ევოდი და ერმოგენიწმიდა მოწამენი კალისტა და ძმანი მისნი - ევოდი და ერმოგენი, ნიკომიდიელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარდგნენ წარმართი მსაჯულის სამსჯავროს წინაშე. მათ უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს (სხვა ცნობით კი _ 309 წელს) მახვილებით განგმირეს.წმიდა მოწამე აითალა დიაკონიწმიდა მოწამე აითალა დიაკონი სპარსეთის მეფის, საპორ II-ის ბრძანებით ქრისტეს აღსარებისთვის ქვებით ჩაქოლეს 380 წელს.მართალი ისუ, ძე ნავესიმართალი ისუ, ძე ნავესი ებრაელთა ტომის წინამძღოლი იყო მოსეს სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში.ღმერთი ისუს მიერ მრავალ სასწაულს აღასრულებდა: ნეტარის წინამძღვრობით ებრაელებმა ისე გაიარეს მდინარე იორდანეში, როგორც ხმელზე; იერიქონის კედლები ქალაქის ირგვლივ შვიდი დღის მანძილზე შჯულის კიდობანის შემოტარებით თავისით ჩამოიქცა. ბოლოს გაბაონში ქანაანელებთან ბრძოლისას ისუს ლოცვით და ბრძანებით მზე გაჩერდა და „დადგა მზე საშუალსა ცისასა“ და მხოლოდ მაშინ ჩაესვენა, როცა მტერი საბოლოოდ დამარცხდა.ომის დამთავრების შემდეგ ისუ ნავემ აღთქმული ქვეყანა ისრაელის თორმეტ ტომს დაუნაწილა და ასათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (XVI ს).მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20210913/saeklesio-kalendari-13-seqtemberi-259515119.html
https://sputnik-georgia.com/20210912/saeklesio-kalendari-12-seqtemberi-259506669.html
https://sputnik-georgia.com/20210911/saeklesio-kalendari-11-seqtemberi-259506496.html
https://sputnik-georgia.com/20210910/saeklesio-kalendari-10-seqtemberi-259478169.html
https://sputnik-georgia.com/20210909/saeklesio-kalendari-9-seqtemberi-259440961.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24015/17/240151707_49:0:1100:788_1920x0_80_0_0_cd7ada2fa9ded857156122f2189aab95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, საეკლესიო კალენდარი
რელიგია, საეკლესიო კალენდარი
საეკლესიო კალენდარი: 14 სექტემბერი, ანუ საეკლესიო ახალი წელი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.
გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა
ძველი სტილით 1 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტის - ეკლესიური ახალი წელიწადის დაწყებას ზეიმობს. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე ... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19).
გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.
13 სექტემბერი 2021, 09:00
ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება. შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს.
გადმოცემის თანახმად, ინდიქტიონის აღნიშვნა სათავეს ჯერ კიდევ ძველი რომიდან იღებს. როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ". მოხარკენი გადასახადს რომ გადაიხდიდნენ, მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდნენ. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა. მას აქეთ ახალი წელი სიხარულს, ზეიმს უკავშირდება, რადგან იუდეა რომის პროვინცია იყო, , ხარკს აქაც მთელ იმპერიაში გავრცელებული წელთაღრიცხვით იხდიდნენ.
12 სექტემბერი 2021, 09:00
საეკლესიო კალენდარში 14 სექტემბერი ასევე არის ღირსი სვიმეონ მესვეტეს და დედისა მისი მართას, წმიდა მოწამეთა კალისტას ევოდის და ერმოგენის, წმიდა მოწამე აითალა დიაკონის და მართალი ისუ ნავეს ხსენების დღე
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი სვიმეონ მესვეტე და დედა მისი მართა
ღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში.
თვრამეტი წლის ასაკში სვიმეონი ბერად აღიკვეცა და ოთხმოცი წელი დაჰყო ბერულ ღვაწლში, მათგან ორმოცდაშვიდი წელი სვეტზე იდგა. რომელიც მან ააგო.
ღირსი მამა სვეტზე მოწყობილ ვიწრო სენაკში მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო.
უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებითაც გამოირჩეოდა.
11 სექტემბერი 2021, 09:00
როცა მართამ, წმინდანის დედამ, შვილის ამბავი შეიტყო, სანახავად მივიდა. იგი ზღუდის შესასვლელთან გაჩერდა და მწარედ ატირდა, მაგრამ სიმეონმა მისი ნახვა არ მოისურვა და შეუთვალა:
- ახლა ნუ შემაწუხებ დედაო და თუ დავიმსახურებთ, ერთმანეთს იმ ქვეყნად შევხვდებით.
მართას შვილის ნახვა კიდევ უფრო ძლიერ მოუნდა, ხოლო ნეტარმა ისევ ვედრებით შეუთვალა, რომ ცოტა ხანი უხმოდ მოეცადა. დედა ზღუდის კარების წინ დაწვა და სული უფალს მიაბარა. მისი აღსასრულის შესახებ წმიდა სიმეონმა მაშინვე შეიტყო და გვამის სვეტთან მისვენება ითხოვა. როცა მან დედა დაინახა, ცრემლებით დაიწყო ლოცვა მისთვის. ლოცვის ჟამს წმიდა მართას სხეული შეინძრა, ხოლო სახეზე ღიმილი გამოესახა. ყველა, ვინც ეს იხილა, გაოცდა და ღმერთს ადიდებდა. იგი სვეტთან დამარხეს
ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას. შემდგომში ნეტარი მამის ღვაწლის ადგილას მისმა მოწაფემ, ანტონიმ მონასტერი დააარსა.
10 სექტემბერი 2021, 09:00
წმიდა მოწამენი: კალისტა და ძმანი მისნი ევოდი და ერმოგენი
წმიდა მოწამენი კალისტა და ძმანი მისნი - ევოდი და ერმოგენი, ნიკომიდიელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარდგნენ წარმართი მსაჯულის სამსჯავროს წინაშე. მათ უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს (სხვა ცნობით კი _ 309 წელს) მახვილებით განგმირეს.
წმიდა მოწამე აითალა დიაკონი
წმიდა მოწამე აითალა დიაკონი სპარსეთის მეფის, საპორ II-ის ბრძანებით ქრისტეს აღსარებისთვის ქვებით ჩაქოლეს 380 წელს.
მართალი ისუ, ძე ნავესი ებრაელთა ტომის წინამძღოლი იყო მოსეს სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში.
ღმერთი ისუს მიერ მრავალ სასწაულს აღასრულებდა: ნეტარის წინამძღვრობით ებრაელებმა ისე გაიარეს მდინარე იორდანეში, როგორც ხმელზე; იერიქონის კედლები ქალაქის ირგვლივ შვიდი დღის მანძილზე შჯულის კიდობანის შემოტარებით თავისით ჩამოიქცა. ბოლოს გაბაონში ქანაანელებთან ბრძოლისას ისუს ლოცვით და ბრძანებით მზე გაჩერდა და „დადგა მზე საშუალსა ცისასა“ და მხოლოდ მაშინ ჩაესვენა, როცა მტერი საბოლოოდ დამარცხდა.
ომის დამთავრების შემდეგ ისუ ნავემ აღთქმული ქვეყანა ისრაელის თორმეტ ტომს დაუნაწილა და ასათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (XVI ს).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით