„მე მინდოდა წასულიყო...“ – რატომ გადავიდა მარიტა მელიქიშვილი ბებიასთან საცხოვრებლად

© Facebook / Marita Melikishviliგიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი დროებით დაშორდნენ. ნახეთ რა გახდა ამის მიზეზი.
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ცოტა ხნის წინ მოექცნენ საზოგადოების ყურდღების ცენტრში. წყვილი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა და ზაფხულს პირველად შეხვდა დაქორწინებულების ამპლუაში. თუმცა, როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობენ, დასვენება ვერ მოახერხეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი რემონტი გახდა.
როგორც გიორგი ამბობს, ამის გამო მარიტას ცოტა ხნით საკუთარ ბებიასთან გადასვლაც კი მოუწია. რემონტი 30 აგვისტოს დაასრულეს და ახლა წყვილი კვლავ ერთად ცხოვრობს.

„წელს ვერ დავისვენეთ, მაგრამ ამის გამო არ დამიწუწუნია. სამაგიეროდ, ახლა გალამაზებულ სახლში ვსხედვართ. რემონტი დიდწილად გიორგიმ აიღო თავის თავზე, მაგრამ ერთად ვარჩევდით ბევრ რამეს. ბოლოს ფარდების ფერიც მე შევარჩიე. გიორგის მუქი ფერები უყვარს, მე ღია ვურჩიე და გაითვალისწინა. ახლა ორივე ძალიან კმაყოფილები ვართ“, – ამბობს მარიტა.

გიორგის თქმით, ეცადა მეუღლე მტვერს და არეულობას მოერიდებინა. მარიტა თავიდან არ მიდიოდა, მაგრამ მერე დაუჯერა და როდესაც სახლში აბაზანა გაკეთდა, მაშინ დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0