დიდი დებატები: „პირველი არხის“ ეთერში ყველა ძირითადი პარტიის ლიდერები შეიკრიბებიან

© photo: Sputnikსაზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
გამოწერა
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. დებატები კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ლიდერების მონაწილეობით „პირველ არხზე“ 14 სექტემბერს გაიმართება.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, დებატებში მონაწილეობას მიიღებენ 11 კვალიფიციური პარტიის წარმომადგენლები. ეს პარტიებია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „ლეიბორისტული პარტია“, „კანონი და სამართლიანობა“ და „გირჩი“.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
არჩევნები 2021: ადგილობრივ არჩევნებს 75 ორგანიზაცია დააკვირდება
დებატები საზოგადოებრივი მაუწყების „პირველი არხის" ეთერში 22:00 საათზე დაიწყება და ის პირდაპირ ეთერში გავა.
21 სექტემბერს კი „პირველი არხი“ უშუალოდ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს გამართავს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0