თბილისში წიგნის ფლი-მარკეტი გაიმართება

© photo: Sputnikწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
ბაზრობაზე შესაძლებელი იქნება წიგნების, სახელმძღვანელოების, სასკოლო აქსესუარების შეძენა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი დედაენის ბაღში, 18-19 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
„შაბათ-კვირას ბაღი იმ ადამიანებით გაივსება, რომლებიც ან ახალ წიგნებს ეძებენ, ანაც მათ პოვნაში სხვებს ეხმარებიან. აქვე დაგხვდებათ სახელმძღვანელოები, სასკოლო ნივთები და ყველაფერი, რაც მონატრებულ სკოლაში დასაბრუნებლად დაგჭირდებათ“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
წიგნების გარდა, ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი სამაგიდო თამაშები, გაიმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.
აღნიშნულია, რომ ორდღიანი ფლი-მარკეტი ღია ცის ქვეშ ყველა კოვიდ-რეგულაციის დაცვით გაიმართება. ბაზრობის კარი მსურველთათვის 14:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება ღია. შესვლა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0