„რატომ ხარ ფოტოზე ჩემს გარეშე?“ – ნახეთ რას პასუხობს შორენა ბეგაშვილი კაცს

© courtesy of Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა თურქეთიდან სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია.
მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი შვილთან ერთად თურქეთს სტუმრობს. ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა სოციალურ ქსელებში სტამბულში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე მას უცნობი მამაკაცი ინგლისურად უწერს, თუ რატომ არ არის ის მის ფოტოებზე. „გამახსენდა, მე ხომ ფოტოებს გიღებდი“, – უწერს კაცი, რაზეც შორენამ გაბრაზებული „ემოჯით“ უპასუხა.
კაცმა, სავარაუდოდ, იხუმრა, თუმცა ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც მსახიობმა მას პასუხი გასცა. ბეგაშვილი სოციალურ ქსელებში აქტიურია, თუმცა კომენტარებს იშვიათად პასუხობს და არც პოლემიკაში შედის, მათ შორის არც მათთან, რომლებიც მას მუდმივად აკრიტიკებენ.

„საკმარისია ერთი კილოც კი მოვიმატო, არ წყდება ბულინგი ჩემ მიმართ“, – აღნიშნა ცოტა ხნის წინ მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოკითხვაში.

უცნობია, რა მიზნით სტუმრობს შორენა თურქეთს, შესაძლოა ეს იყოს მისი ქალიშვილის ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც 2016 წელს მძიმე ტრავმები მიიღო საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნისას. მას შემდეგ ევამ თურქეთში რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის პროგრამა გაიარა და დროდადრო სტუმრობს ამ ქვეყანას ჯანმრთელობის გადამოწმების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0