22 წლის შემდეგ: კვლავ ნეო, ტრინიტი და პასუხი კითხვაზე – რა არის „მატრიცა“

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / ფოტობანკში გადასვლაკიანუ რივზი
კიანუ რივზი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
საკულტო ტრილოგია „მატრიცის“ მოყვარულებმა ჯერ კიდევ 2019 წელს შეიტყვეს, რომ სტუდია Warner Bros. Pictures-ი „მატრიცა 4“-ის გადაღებაზე მუშაობდა და რომ ფილმის გაგრძელებას ვიხილავდით.
საკულტო ტრილოგია „მატრიცის“ ახალ, მეოთხე ნაწილს მაყურებელი 2021 წლის 22 დეკემბრიდან იხილავს. ფილმში გმირები წინააღმდეგობას, რაღა თქმა უნდა, ისევ კომპიუტერულ პროგრამა „მატრიცას“ გაუწევენ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ფილმის სახელი კი იქნება „მატრიცა: მკვდრეთით აღდგომები“ იქნება (The Matrix: Resurrections). მაგრამ დროა დავუბრუნდეთ საწყისებს.
თომას ანდერსონი, ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც ერთ რიგით კომპანიაში პროგრამისტად მუშაობდა, ცხოვრობდა შეგრძნებით, რომ სამყაროში რაღაც ისე არ არის და შესაძლოა მთელი მისი ცხოვრება, კარიერა, ურთიერთობები ფიქციაა. ალბათ მთელი ცხოვრების გატარება მისტერ ანდერსონს ამ ეჭვებში მოუწევდა, „რჩეული“ რომ არ ყოფილიყო და მის დამრიგებელს – მორფეუსს არ შეხვედროდა, რომელმაც თომას ანდერსონი ნეოდ აქცია და აჩვენა სინამდვილეში რა იყო რეალობა. ბევრი არ მეგულება ასეთი ადამიანი, მაგრამ ვისაც ნანახი არ აქვს ტრილოგია „მატრიცა“, მეტს არ „დაგასპოილერებთ“, ხოლო ვისაც ნანახი აქვს, მას არც მოკლე შინაარსის მოყოლა სჭირდება, რადგან, დიდი ალბათობით, ყველა სცენა ისევე ზეპირად ახსოვს, როგორც მე.
„მატრიცის“ პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი 22 წლის წინ გამოვიდა. დიახ, 1999 წელს, იმ დროს, როდესაც 2000 წლის დადგომასთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყნიერების აღსასრულსაც კი ელოდა. უცნობია ფილმის ნახვის შემდეგ ეს ადამიანები ბრძოლის ხასიათზე დადგნენ თუ, პირიქით, ხელები ჩამოყარეს და ქვეყნის აღსასრულის მოახლოებას კიდევ უფრო თვინიერად დაელოდნენ.
ასეა თუ ისე, საბედნიეროდ, ქვეყნის აღსასრული არ დადგა, ფილმის მეორე და მესამე ნაწილები კი ეკრანებზე 2003 წელს გამოჩნდა და კინომოყვარულებში ასევე საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა...
გამოხდა ხანი და, როგორც იქნა, კიანუ რივზი და კერი ენ მოსი ირეალურ სამყაროში ხელახლა გვეპატიჟებიან. დიახ, მთავარ როლებს სწორედ 55 წლის კიანუ რივზი და 52 წლის კერი ენ მოსი ასრულებენ. ამგვარად, ნეო და ტრინიტი კვლავ ერთად არიან, „მატრიცა“ მათ გარეშე ნამდვილად ვერ იქნებოდა „მატრიცა“.
ფილმი ვერც თავისი აგენტების გარეშე იარსებებდა. დენიელ ბერნჰარდტი კვლავ შეასრულებს აგენტი ჯონსონის როლს. ის „მატრიცა: გადატვირთვაში“ ორჯერ გამოჩნდა. ახალ ნაწილში არ იქნება ლეგენდარული აგენტი სმიტი. სმიტის როლის შემსრულებელი ჰიუგო უივინგი მზად იყო პერსონაჟი ხელახლა განესახიერებინა, მაგრამ რეჟისორი სხვა აზრზე აღმოჩნდა.
ტრილოგიის რეჟისორები აქამდე ძმები ვაჩოვსკები იყვნენ, მეოთხე ნაწილის რეჟისორი კი მხოლოდ ლანა ვაჩოვსკია, რომელიც 2012 წლამდე ლარი ვაჩოვსკი იყო. საქმე ისაა, რომ ძმები ვაჩოვსკები უკვე დიდი ხანია, რაც დები ვაჩოვსკები არიან. 2012 წელს ჯერ ლარიმ, იგივე ლანამ შეიცვალა სქესი, ხოლო 4 წლის შემდეგ, 2016 წელს მის მსგავსად ენდი ვაჩოვსკი ლილი ვაჩოვსკი გახდა.
რეჟისორ ლანა ვაჩოვსკის თქმით, ის იდეები, რომლებზეც 22 წლის წინ იმუშავეს, ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე მაშინ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფილმის მეოთხე ნაწილის გადაღებაც.
„იდეები ჩვენი სამყაროს შესახებ, რომლებიც მე და ლილიმ 20 წლის წინ შევიმუშავეთ, დღეს კიდევ უფრო რელევანტურია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ამ პერსონაჟებს ვაბრუნებ და მადლობელი ვარ მათთან კვლავ მუშაობის შანსისთვის“, – განაცხადა რეჟისორმა.
ლანა ვაჩოვსკის ფილმის მეოთხე ნაწილის სცენარზე სერიალ Sense8-ის სცენარისტმა ალექსანდრ ჰემორმა და მსოფლიო ბესტსელერი წიგნის „ღრუბლების ატლასის“ ავტორმა დევიდ მიჩელმა იმუშავეს. სწორედ სცენარი აღმოჩნდა მთვარი როლების შემსრულებლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი, რამაც ფილმში მონაწილეობაზე მათი თანხმობა განაპირობა.
„როცა სცენარი წავიკითხე, ის იმდენად შეკრული, საოცრად ღრმა და ოსტატური ნამუშევარი იყო, რომ ვთქვი: „ეს ნამდვილი საჩუქარია“. ამ ფაქტმა უბრალოდ ძალიან აღმაფრთოვანა“, – განაცხადა კერი-ენ მოსმა, რომელიც ტრინიტის როლს ასრულებს.
„ლანა ვაჩოვსკიმ ამ ფილმისთვის შთამბეჭდავი სცენარი შექმნა და მასში მოთხრობილმა მშვენიერმა ისტორიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. სწორედ ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ როლს ისევ ვასრულებ. მასთან მუშაობა უბრალოდ საოცარია. მთელი ეს პროცესი განსაკუთრებულია და ფილმში მოთხრობილ ისტორიას კი, ვფიქრობ, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს“, – აღნიშნა კიანუ რივზმა „მატრიცის“ ახალ ნაწილზე საუბრისას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა ბევრი ჰოლივუდური პროექტის მსგავსად, პანდემიის გამო ვაჩოვსკის გახმაურებული ფილმის გადაღებებიც დროებით შეჩერდა, იყო პრობლემებიც, პრემიერის თარიღმაც რამდენჯერმე გადაიწია, თუმცა ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ „მატრიცა“ დიდ ეკრანებზე 2021 წლის 22 დეკემბერს გამოვა.
ფილმის ტრეილერი ნილ პატრიკ ჰარისისა და კიანუ რივზის საუბრით იწყება, რომელშიც რივზის პერსონაჟი ნეოფსიქოლოგს ეკითხება: „გავგიჟდი?“. ანონსში ასევე ნაცნობ ლურჯ და წითელ აბებსაც იხილავთ. როგორც ჩანს, მეოთხე ნაწილში არც „მატრიცისთვის“ დამახასიათებელი შთამბეჭდავი საბრძოლო სცენები მოგვაკლდება. სცენების ძირითადი ნაწილის გადაღება ამერიკასა და გერმანიაში მოხდა.
„მატრიცის“ მოყვარულებს სიურპრიზიც მოუმზადეს: შეიქმნა სპეციალური საიტი, რომელიც ლურჯ და წითელ აბებს შორის არჩევანს გთავაზობთ, შემდეგ კი მეოთხე ნაწილის თიზერებს გიჩვენებთ.
WhatIsTheMatrix.com-ზე შესვლისას წითელ და ლურჯ აბებს შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ, ზუსტად ისე, როგორც ტრილოგიის პირველი ნაწილის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენაშია. ლურჯი აბის არჩევის შემთხვევაში იმ სამყაროში დარჩებით, რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობთ. თუ წითელ აბს აირჩევთ, რეალობისთვის თვალის გასწორება მოგიწევთ.
როგორც მორფეუსი ამბობს, სამწუხაროდ, შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რა არის მატრიცა, ეს თავად უნდა ნახო.
დავით ქუთათელაძე
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური