„ფანჯარა საქართველოში“ – მოსკოვში ქართული კულტურის უჩვეულო ზეიმი გაიმართა

© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kovღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე არა მხოლოდ მდიდარ ქართულ კულტურასთან ზიარება, არამედ მისი გასინჯვაც იყო შესაძლებელი
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. „ფანჯარა საქართველოში“ – ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც Creative Diaspora-ს სივრცეში ჩატარდა და მოსკოვში მცხოვრებნი და მისი სტუმრები მთლიანად ქართულ ეროვნულ კოლორიტში ჩაითრია.
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kovღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
Мероприятие Окно в Грузию в пространстве Creative Diaspora - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
ღონისძიების პროგრამაში იყო ხალხური ცეკვები, მუსიკა, ტრადიციული ქართული სამზარეულო, კინო, მოდა და მრავალი სხვა. „ქართულ გარდასახვას“ 3 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kovქართული ყველი, ღვინო და ტკბილეული. ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
Застолье с грузинским сыром, вином и сладостями. Мероприятие Окно в Грузию в пространстве Creative Diaspora - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ქართული ყველი, ღვინო და ტკბილეული. ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
„ისინი, ვინც საქართველოში არ იყო ნამყოფი, ამბობდნენ, რომ შეიყვარეს ეს ქვეყანა და მომავალში აუცილებლად ეწვევიან მას. მათ, ვისთვისაც ქართული სურნელი მშობლიური იყო, იგრძნეს, რომ ქართულ ეზოში, სახლში აღმოჩნდნენ. სარეცხის თოკები, ანტიკვარული ნივთები, ხილ-ბოსტნეულის ბაზარი, ხაჭაპურის საამო არომატი და მუსიკა – ყველაფერი ამ ატმოსფეროს ქმნიდა“, – განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kovღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში. ფილიპ კირკოროვი
Филипп Киркоров с гостями. Мероприятие Окно в Грузию в пространстве Creative Diaspora - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში. ფილიპ კირკოროვი
საღამოს სტუმრებში გამოირჩეოდა რუსული ესტრადის მომღერალი ფილიპ კირკოროვი, რომელიც ღონისძიებას თავისი კონცერტის დაწყებამდე ესტუმრა.
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kovღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში. ფილიპ კირკოროვი სტუმრებთან ერთად
Филипп Киркоров с гостями. Мероприятие Окно в Грузию в пространстве Creative Diaspora - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში. ფილიპ კირკოროვი სტუმრებთან ერთად
სივრცეში გაიმართა მოდის პოპ-აპი, სადაც საუკეთესო ქართველი დიზაინერები და ბრენდები შეიკრიბნენ, როგორებიც არიან ქეთი ჩხიკვაძე, MUZARADI, Berhasm, Prénom და სხვანი. ალექსანდრე არუთინოვმა ფესტივალისთვის შექმნა უჩვეულო ინსტალაცია ექსკლუზიური კაბით.
რაც შეეხება ქართულ ფერწერას, მისი გაცნობა შეიძლებოდა ისეთი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერებით, როგორებიც არიან ელენე მეტრეველი, გიორგი გიგინეიშვილი, ანტონ თოთიბაძე, ხვიჩა კვარაცხელია, სოფა პაპიაშვილი და მარიამ ცქიტიშვილი.
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kovღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
Мероприятие Окно в Грузию в пространстве Creative Diaspora - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
პროგრამის შემეცნებითი ნაწილი იყო საინტერესო ლექციები ქართულ კულტურაზე, თანამედროვე ქართულ მოდასა და დიზაინერებზე, ასევე ღვინოზე ქართული ალკოჰოლური სასმელის ბრენდის „სარაჯიშვილის“ სომელიესგან.
ზეიმის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნეს DJ გიორგი გაბელიამ და ეროვნულმა ანსამბლმა „მეტეხმა“. საღამო დასრულდა ტელეპროექტ „ხმის“ (Голос) მონაწილის ელენე ნინიძის გამოსვლითა და საქველმოქმედო აუქციონით. მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრების გაყიდვით მიღებული თანხა გადასცეს ფონდს Большая перемена.
ყველა ახალი ამბავი
0